სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''კავშირი პედაგოგს, სკოლასა და ოჯახს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა ქვეთავი ერთად აღებული'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
12-09-2017
-
+


''სკოლის მართვისა და ლიდერობის'' კონფერენციაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საგანმანათლებლო პროცესში მშობლების აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, კავშირი პედაგოგს, სკოლასა და ოჯახს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა ლაბორატორია და ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა ქვეთავი ერთად აღებული.

''ჩვენ აღვიზარდეთ ისეთ სისტემაში, სადაც მშობლებთან (დამკვეთებთან) ურთიერთობა მეშვიდეხარისხოვანი იყო... არადა, კავშირი პედაგოგს, სკოლასა და ოჯახს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა ლაბორატორია და ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა ქვეთავი ერთად აღებული... იმიტომ, რომ ეხება აღზრდის პროცესს, სადაც ორმა აღმზრდელმა (სკოლამ და მშობლებმა) შეთანხმებულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება,'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, სკოლის დირექტორი რომ ყოფილიყო, პირველ რიგში მშობლებთან ურთიერთობის საკითხს მიაქცევდა ყურადღებას: 

''მე, რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი, კოლეგებს ვეტყოდი, მოდით, მშობლებთან ავაწყოთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც დისკომფორტს არ შეგვიქმნის არცერთ მხარეს. საჭიროა, ჩვენი თავი აღვზარდოთ, როგორც მშობლების პარტნიორებმა, არა მშობლების მომსახურეებმა და მიმთითებლებმა, არამედ პარტნიორებმა. მე ვფიქრობ, ჩვენ ძალიან სერიოზული რეზერვები გვაქვს, რომ მშობლებთან სწორი ურთიერთობა გვქონდეს. სწორ ურთიერთობაში არ იფიქროთ, რომ მშობელი არის მთავარი და ჩვენ უნდა დავეცეთ მის წინაშე და თაყვანი ვცეთ. მე ვგულისხმობ თანამშრომლობით უთიერთობას. თუ საჭიროა, მკაცრად მოვექცეთ მათ, თუ რაიმე უჭირთ, ზედ გადავყვეთ მშობლებს, ჩავრთოთ ისინი სპორტულ ღონისძიებებში, აღზრდაზე სწავლებებში და ასე შემდეგ. ოღონდ ისე, რომ ამას არ ზემოდან ქვემოთ ყურების ელფერი დაჰკრავდეს. ვაპირებთ, ამ მიმართულებით (სკოლების დახმარება მშობლებთან ურთიერთობის საკითხში) კვალიფიკაციის ამაღლება შემდეგი წლების განმავლობაში აქტიურად განვავითაროთ,'' - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება