სიახლეები
სიახლეები

კითხვები, რომლებზეც განათლების სამინისტროსგან პასუხებს ვერ ვიღებთ - რას უნდა ველოდოთ მომავალ სასწავლო წელს?!
05-06-2020
-
+


ჩატარდება თუ არა დირექტორობის მსურველთა გამოცდა, დაიწყება თუ არა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი 5-კრედიტიანი ტრენინგები და ჩატარდება თუ არა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალი? - ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებზე პასუხებს უკვე თვეებია, ვერც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, ვერც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან ვიღებთ. 

სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში, უნივერისტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი შეწყდა. შეჩერდა ყველა დაგეგმილი აქტივობა და განათლების მიღების ერთადერთ ალტერნატივად დისტანციური სწავლება იქცა.

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აღნიშნავს, რომ „სამინისტრომ ხელი შეუწყო არამხოლოდ კრიზისული ვითარების დაძლევას, არამედ განათლების მიღების ახალი შესაძლებლობებიც შექმნა“.

თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებლობებთან ერთად, პანდემიამ ბევრი გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვაც დაგვიგროვა. 

მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე კითხვებით etaloni.ge სამინისტროს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმართავს, თუმცა ყოველთვის გაურკვეველ და სტანდარტულ პასუხს ვიღებთ - „ვმოქმედებთ რეკომენდაციების შესაბამისად, დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“. და, როდის არის ეს „მოგვიანებით“, ამის გაგება დაგვეთანხმებით, რომ ძალიან ბუნდოვანი და რთულია, მითუმეტეს, როდესაც ეს განუსაზღვრელი მოგვიანებითი დრო სამი თვეა ვერ დადგა. 

აღნიშნული თემებს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან ეს იყო პროცესები, რომელიც მარტის თვიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გადაიდო. ადამიანები კი, რომლებსაც ამ აქტივობებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა დღემდე გაურკვევლობაში არიან. Etaloni.ge ყოველდღიურად ათობით მასწავლებლის, მშობლისა თუ მოსწავლის წერილს ვიღებთ სხვადასხვა კითხვებით და ერთი და იმავე თხოვნით - იმის გამო რომ პასუხებს თავად ვერ იღებენ ჩვენ გვთხოვენ დახმარებას. ჩვენი კი, როგორც მედია საშუალების ერთ-ერთი როლი სწორედ მათი ინფორმირებულობაა და ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, მათ ვუშუალდგომლოთ და კონკრეტული უწყებებიდან სიახლეები ობიექტურად გადავცეთ. 

სასწავლო წელი სრულდება, ასეა თუ ისე, დისტანციურ სწავლებას სკოლებმა თავი გაართვეს და აკადემიური წელი თავიდან აცილებულია. თუმცა არც ზაფხულია საგანმანათლებლო სექტორისთვის დასვენების სეზონი და პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ცხელ სეზონს ველით, რადგან სწორედ ამ დროს ტარდება გამოცდები და პანდემიის პირობებში, ერთიორად უფრო სიფრთხილით იქნება ჩასატარებელი. ამიტომაც, განათლების სამინისტრო და საგამოცდო ცენტრი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე არიან. თუკი ეპიდსიტუაცია არ დამძიმდება ზუსტად ერთ თვეში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება, რომელსაც სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებელთა გამოცდები მოჰყვება. როგორც უწყებებში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ იმ სტანდარტების შემუშავებაზე, რომელიც გამოცდაზე მისული აპლიკანტების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად იქნება აუცილებელი. მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის კლავ უცნობია კონკრეტული დეტალები - როდის, როგორ და რა პრინციპით ჩატარდება გამოცდები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის თქმით, დეტალური ინფორმაცია ივნისის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ როდესაც მიმდინარე თემებზე ვერ იღებ პასუხს, რთულია ისეთ საკითხებზე მოსთხოვო განათლების სამინისტროს პასუხი, რომელიც მომავალი სასწავლო წელს ეხება. მაგალითად, როგორ აპირებს უწყება მრავალკონტიგენტიან სკოლებში მოსწავლეების დისტანცირებას, რა ელით იმ მოსწავლეებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ვერ ჩაერთვნენ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, როგორ აუნაზღაურდებათ ეს დაკლებული დრო მათ, იქნება კი უფრო მზად უწყება რომ მომავალ სასწავლო წელს სწავლის კვლავ შეწყვეტის შემთხვევაში უფრო ეფექტურად წარმართოს დისტანციური სწავლება და უწყვეტი განათლების შესაძლებლობით უზრუნველყოს ის მოსწავლეები, რომლებსაც ოჯახში არც კომპიუტერი აქვთ და არც ინტერნეტი, როგორ აპირებს სამინისტრო შემოდგომისთვის იმ სკოლებში სიტუაციის მოგვარებას, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემებია და პირადი ჰიგიენის დაცვა დიდი პრობლემაა?  - ეს და კიდევ მრავალი პასუხგაუცემელი კითხვა განათლების უწყებების ანგარიშზეა და ვიმედოვნებთ, რომ სასწავლო წლის მიწურულს მაინც მივიღებთ მათზე პასუხებს. რადგან ჩვენ აქტუალური კითხვების დასმას ყოველდღიურ რეჟიმში კვლავ განვაგრძნობთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება