სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„იმდენი გასაღები უნდა დაიჭირო ხელში, რამდენი მოსწავლეც გყავს“ - ქობულეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მადონა კაკალაძე
02-06-2020
-
+


სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც პირველკლასელები მიიღო და მათი დამრიგებელი გახდა, ვერც კი წარმოიდგენდა, დისტანციურად თუ მოუწევდათ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ-გაკვეთლებსაც წარმატებით ატარებს და ბავშვებიც აქტიურად ჰყავს ჩართული, ამბობს, რომ კლასში საგაკვეთილო პროცესს მაინც ვერაფერი შეედრება; წუხს იმის გამო, როგორ  სკოლის კედლებს ბავშვების ჟრიამული მოაკლდა და ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდებიან სკოლას. მანამდე კი Etaloni.ge-ს, ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კალსების პედაგოგი, მადონა კაკალაძე საკუთარ განცდებზე, მასწავლებლის როლზე მოსწავლის ცხოვრებაში და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრება.

- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სოციალური ქსელებისა და ვიდეოგაკვეთილების საშუალებით  შევძელით საგაკვეთილო პროცესის ჩატარება... სიმართლე გითხრათ, თავიდან არ იყო ადვილი - პირველი კლასი მყავს და სანამ ყველაფერში გაერკვეოდნენ, სიტუაციას მოერგებოდნენ, დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდა, თუმცა პატარების მონდომებით, მშობლების დახმარებით, წარმატებით დავძლიეთ ეს საკითხები.

- შექმნილ ვითარებაში ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, თქვენ თუ გრძნობთ მათ თანადგომას?

- მუდმივად ვგრძნობთ ზრუნვას... სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადასვლა, ტელესკოლა... რა თქმა უნდა, ხელისუფლებისა და განათლების სისტემის დამსახურებაა, სასწავლო პროცესი რომ არ შეწყდა. ადგილობრივი ხელისუფლებაც მუდმივად საქმის კურსშია, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ; აღარაფერს ვამბობ რესურსცენტრზე, საოცარი ადამიანია ჩვენი სკოლის დირექტორი, რომელიც მუდმივად გვამხნევებს... ასეთი დამოკიდებულება მასწავლებლებისთვის სტიმულის მომცემია. როგორც მოსწავლეს სჭირდება წახალისება სიტყვით, ისევე გვჭირდება მასწავლებლებსაც. როდესაც ყურადღებას და ზრუნვას ვგრძნობთ, მეტი შემართებით ვმუშაობთ.

- ბავშვებს თუ მოსწონთ დისტანციური სასწავლო პროცესი, ქალბატონო მადონა?

- საკლასო ოთახში ჩატარებულ გაკვეთილს ვერაფერი შეედრება და ვერაფერი შეცვლის, თუმცა ფაქტია - სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად, ონლაინ-გაკვეთილები საუკეთესო გამოსავალი იყო. ბავშვებსაც მოსწონთ, რადგან ეს ერთგვარი სიახლე ენთუზიაზმით მიიღეს, მე კი ვცდილობ, მუდმივად გავამხნევო, შევაქო, წავახალისო, რათა შექმნილი სტრესული ვითარება მათზე არ აისახოს. ეს მეტ სტიმულს აძლევს ჩემს პატარებს და უფრო აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

- რთული პროფესია გაქვთ, არა?

- ყოველთვის ძალიან მიყვარდა ბავშვები და ჩემი პირველი მასწავლებელი...  მინდოდა, პედაგოგობა და განსაკუთრებით, პატარებთან მუშაობა... გეთანხმებით, რთული პროფესიაა და უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ როდესაც ბავშვი გიყვარს, შეგიძლია, თითოეული მოსწავლის სულში ჩაწვდე და ყველანაირ თვისებას მიაქციო ყურადღება, გაუღო გულის კარი, ეს ძალიან სასიამოვნოა.

- თუმცა, ოთხი წლის მერე, მათ ცხოვრების სხვა ეტაპზე უშვებთ...

- ძალიან რთული მომენტია... მართალია, პირველი კლასის მიღება სასიხარულოა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ, უცრემლოდ ვერ ვაცილებ ჩემს დაფრთიანებულ მოსწავლეებს. მაღალ საფეხურზეც რომ გადადიან, ცდილობენ, ხშირად შემომიღონ კარი, მომეფერონ... მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ. მეც მუდმივი კონტაქტი მაქვს, განსაკუთრებით, პედაგოგებს ვაცნობ თითოეული მოსწავლის თავისებურებას. ბავშვებს უჭირთ სხვადასხვა მასწავლებელთან შეგუება და სწორედ ამ ადაპტაციაში ვეხმარები. ყველა მასწავლებელი კარგია, მაგრამ დაწყებითების მასწავლებლისგან მეტ სითბოს იღებენ.



- როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ თანამედროვე ბავშვებმა მიიღონ?

- ძალიან ტაქტიანი, თბილი და მოსიყვარულე... მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელს ის ძალიან უყვარს და ასეთ დროს, საგანიც უყვარდება; წინააღმდეგ შემთხვევაში საგანზე გული უცრუვდებათ და სასურველ შედეგზე ვერ გადიან. ყველა ერთნაირად უნდა უყვარდეს და მასწავლებელმა იმდენი გასაღები უნდა დაიჭიროს ხელში, რამდენი მოსწავლეც ჰყავს კლასში.

- თუმცა, ამის მიუხედავად, იყო პერიოდი, როდესაც მასწავლებლის შრომა, ერთგვარად გაუფასურდა.

- ყველას გვახსოვს ეს ეტაპი; დღეს, საბედნიეროდ, ყველაფერი რადიკლაურად შეცვლილია. მომწონს პედაგოგების გამოცდები, როდესაც გარკვეულ საფეხურებს გადის მასწავლებელი და მისი შრომა ფასდება; კარიერული წინსვლის საშუალება გვაქვს, არსებობს ტრენინგები, ყველანაირად ზრუნავენ, პედაგოგმა კვალიფიკაცია აიმაღლოს და მასწავლებელი თავადაც უნდა იყოს მონდომებული, საფეხურიდან საფეხურზე გადავიდეს. მე, მაგალითად, ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ამ რეფორმას უკმაყოფილო მასწავლებლებიც ჰყავს, ქალბატონო მადონა.

- როდესაც ყველანაირად გვიწყობენ ხელს, წინ წავიდეთ და კვალიფიკაცია ავიმაღლოთ, ჩვენც ფეხი უნდა ავუწყოთ სიახლეებს. სხვაგვარად წარმოუდგენელია - ძალიან მომთხოვნი ბავშვები არიან; როდესაც ვადარებ წინა თაობას, განსხვავდებიან... თანამედროვე მასწავლებელი უნდა იყოს მოსწავლეზე მორგებული, მუდმივად საინტერესო თუ სახალისო აქტივობებს სთავაზობდეს, რათა მოსწავლე გაკვეთილზე დაამაგროს. მოდუნების საშუალებას არ გაძლევენ - ტრადიციული გაკვეთილებით ამ თაობას ვერ დააინტერესებ.

- თქვენს გაკვეთლზე ბუზის გაფრენა ისმის?

- ...არის ისეთი გაკვეთილები, სადაც ხმაურიც საჭიროა, გააჩნია, როგორ აქტივობებს ვიყენებთ. ფაქტია, ახლა მოსწავლეს ვერ მოსთხოვ, ხელები ზურგსუკან წაიღოს და ისე მოგისმინოს. თანამედროვე მოსწავლეს ასეთ გაკვეთილზე ვერ გააჩერებ, მე კი კლასში 29 მოსწავლე მყავს, მათგან ზოგი ძალიან თავისებურია და ვცდილობ, დავაინტერესო, ყველა აქტივობაში ჩავრთო... ასე რომ, ხმაური ზოგჯერ საჭიროა, მით უმეტეს, ბავშვების ჟრიამული სკოლას ძალიან სჭირდება და შექმნილმა რეალობამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახა.


კომენტარები


სკოლები
ჩინელმა მეცნიერებმა კვლევის ჩასატარებლად უხანის და შენჯენის საავადმყოფოებიდან 2 000-ზე მეტი პაციენტის ანალიზის ნიმუშები აიღეს
სიახლეები
ასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდა 22 ივლისს და იწყება და 30 ივლისის დასრულდება
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს
საინტერესო
სწორად შერჩეულმა სამოსმა შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობასა და შრომიუნარიანობაზე
თუ სახელმძღვანელოები თაროებიდან გეძახიან, მოსვენებას არ გაძლევენ და მოდუნებას ვერ ახერხებ, მაშინ გადაიმეორე მასალა
გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ესეს წერის პროცესში
პიროვნება
„ხანდახან მასწავლებლები სადამსჯელოდ იყენებენ დაბალ ნიშანს, რაც მიუღებელია“
„მახსოვს დრო, როდესაც მასწავლებლის შრომა, ერთგვარად, გაუფასურებული იყო. მაშინ, საკუთარი პროფესიისადმი ერთგულების შენარჩუნებაც რთული გახლდათ“
ეტალონი
შოუ-კონკურსს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა
Etaloni.ge-ს ცნობადობის და ეფექტიანობის კვლევა 2020 წლის თებერვალში ჩატარდა, რომელიც პიარ საკონსულტაციო ჯგუფი-მა (PRCG) განახორციელა
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება