სიახლეები
სკოლები

ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღესთან დაკავშირებით სტატია მოამზადა
28-05-2020
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ​ ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინო კახნიაშვილმა გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღესთან დაკავშირებით სტატია მოამზადა.

გთავაზობთ პედაგოგის სტატიას. 

„მათი თავგანწირვა მხოლოდ გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, მივაღწიოთ, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელებმა განაგრძონ საფრთხეში აღმოჩენილი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფა, წაახალისონ ადამიანის უფლებები და ხელი შეუწყონ კანონიერების უზრუნველყოფას, გააუვნებელყონ ნაღმები ხმელეთზე, ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების გამართვას და გარანტია მისცენ მოსახლეობას, რომ უკეთესი მომავლის აშენების შესაძლებლობა ექნებათ“

                                                                                                            ანტონიუ გუტერეში - გაეროს გენერალური მდივანი

29 მაისს, ლოზუნგით „წვლილი მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად" აღინიშნება გაეროს მშვიდობისმყოფელთა დღე, რომელიც გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით  2002 წლიდან დამოუკიდებელ თარიღად დაწესდა. ამ დღეს, 1948 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის მშვიდობის მხარდასაჭერი პირველი მისია დააფუძნა.

ეს დღე ორ მთავარ მიზანს ემსახურება — პატივი მიაგონ მშვიდობის საქმისთვის დაღუპულ მშვიდობისმყოფელთა ხსოვნას და პატივი სცენ ყველა ქალსა და მამაკაცს, რომლებიც მსახურობდნენ ან ახლა მსახურობენ გაეროს სამშვიდობო კონტიგენტებში, ამჟღავნებენ მაღალ პროფესიონალიზმს, თავგანწირვასა და სიმამაცეს.

მსოფლიოში სამშვიდობო საქმიანობა წარმოადგენს მოქნილ, მუდმივად სრულყოფილებად ინსტრუმენტს, რომელიც მუდამ მზადაა გაითავისოს საშუალებები პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სფეროებიდან, ვინაიდან შეუმსუბუქოს ქვეყნებს კონფლიქტიდან და მშვიდობისკენ რთული გარდამავალი პერიოდი.

დროთა განმავლობაში სამშვიდობო ოპერაციების ამოცანების სპექტრი თანდათან გაფართოვდა და გაცდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მეთვალყურეობას. ამჟამად იგი მოიცავს სამოქალაქო პირების დაცვას, საომარი მოქმედებების ყოფილი მონაწილეების განიარაღებას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობას, ნაღმების საშიშროების მინიმუმამდე დაყვანასა და ა. შ.

გაეროს მშვიდობისმყოფელთა „მამად" დაგ ჰამარშელდი მიიჩნევა, რომელიც 1961 წელს დაიღუპა, როდესაც მაშინდელ ჩრდილო როდეზიაში, ამჟამად ზამბიაში მშვიდობის მიღწევის განზრახვით მიფრინავდა. 1948 წლიდან დღემდე კი გაეროს დროშის ქვეშ დაიღუპა 3,5 ათასზე მეტი „ცისფერჩაფხუტიანი", რომლებსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის სრულიად მსოფლიოს წინაშე.

2017 წლის მონაცემებით გაეროს სამშვიდობო მისია მსოფლიოს 16 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მასში მონაწილეობს 113 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და სამოქალაქო თანამშრომელი. მშვიდობის შენარჩუნების მისია წარმოდგენილია ჰაიტიში, ინდოეთსა და პაკისტანში, კოსოვოში, კვიპროსზე, ახლო აღმოსავლეთში, სირიასა და ლიბანში. გაეროს ყველაზე მეტი — 9 სამშვიდობო მისია აფრიკის კონტინენტზე ჰყავს: დასავლეთ საჰარაში, ლიბერიაში, კოტ-დ'ივუარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სამხრეთ სუდანში და სუდანში.

მშვიდობისმყოფელებს აკისრიათ მეტად საპასუხისმგებლო მისია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალების ჩართვას სამშვიდობო პროცესებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში, მათ შორის, სამხედრო და პოლიციურ ძალებში. მათი მუშაობა  ამ მიმართულებით მტკიცე მშვიდობის აშენებაში ფუნდამენტურ წვლილს წარმოადგენს, რომლის აღნიშვნაც და პატივის მიგება თითოეული ჩვენთაგანის ვალია.

გაეროს ოპერაციებისთვის სამშვიდობო სამხედრო და პოლიციური კონტინგენტი წარმოადგენს 124 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის არის ჩვენი ქვეყანაც. გაეროს სამშვიდობო მისია საქართველოში, კერძოდ კი, აფხაზეთში განთავსდა. მისი მანდატით რუსი სამშვიდობოები სარგებლობდნენ. მისია 1993 წლის აგვისტოში, უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საფუძველზე დაფუძნდა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემოწმება. ხელის მოწერა შედგა სოჭში საქართველოს მთავრობას, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. თავდაპირველად მისიაში 88 სამხედრო დამკვირვებელი იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გაეროს თავდაპირველმა მანდატმა, აფხაზეთში 1993 წლის სექტემბერში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით, ძალა დაკარგა, მისიამ მიიღო დროებით მანდატი, რათა მხარი დაეჭირა კონფლიქტის ორივე მხარის, რუსეთის სამხედრო კონტინგენტის კონტაქტებისთვის და თვალი ედევნებინა ვითარებისთვის და მოხსენებები შტაბ-ბინაში წარედგინა.

1994 წლის მაისში რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ქართულ მხარესა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. ამის შემდეგ, 1994 წლის ივლისში უშიშროების საბჭომ სანქცია გასცა მისიის 136 სამხედრო დამკვირვებლამდე გაზრდის თაობაზე.

2008 წელს, აგვისტოს მოვლენების დროს, გაეროს მისია კოდორის ხეობაში, გალისა და ზუგდიდის რაიონებში იყო ბაზირებული. მას შემდეგ, მისიის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს წევრებს შორის უთანხმოების გათვალისწინებით, 2009 წლის ივნისში გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირებლო მისიის გაგრძელებას და 15 ივნისს მისიის მუშაობა შუაღამისას შეწყდა. 

მინდა გაგიზიაროთ ლექსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობის დასაცავად ერთი წლის თავზე, 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ მამულიშვილებს მივუძღვენი:

დიდება ქვეყნისთვის დაღუპულ რაინდებს!
ვაშა ქართველურ სულებს!
გორის თუ ცხინვალის კურთხეული მიწა,
სისხლით რომ ასულდგმულეს.
დიდება ჩვენს მებრძოლ მამულიშვილებს!
ვაშა მათ მედგარ გულებს!
პატივი მივაგოთ, ქართული მიწისთვის
ბრძოლაში დაღუპულებს!..

ნინო კახნიაშვილი - ბანოჯის საჯარო სკოლის პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვინ ჩააბარებს გამოცდას 8 სექტემბერს გამოცდების ეროვნულ ცენტრი - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

აკრძალული ნივთებისა და საშუალებების ჩამონათვალი კანონითაა განსაზღვრული

როდის არის კანონით აკრძალული მოსწავლისთვის სკოლის შეცვლა - დეტალური ინფორმაცია

განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს შეხვდა 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება