სიახლეები
სამასწავლებლო

გაეზარდათ თუ არა სამუშაო საათები და დატვირთვა პედაგოგებს ონლაინ სწავლებისას? - სკოლის დირექტორები დისტანციურ დროის მენეჯმენტზე
20-05-2020
-
+


საჯარო სკოლების უმეტესი ნაწილისთვის სწავლის დისტანციური მეთოდი უცხო იყო და პანდემიის გამო შეწყვეტილი სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვა მარტივი არც მასწავლებლებისთვის აღმოჩნდა და არც მოსწავლეებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სკოლების უმეტესობა დისტანციური სწავლებაში აქტიურად ჩაერთო, ონლაინ სწავლებაში გარკვეული სირთულეები მაინც რჩება. 

ერთ-ერთი პრობლემა დროის მენეჯმენტია.
ხშირად ისმის მასწავლებლების წუხილი გაზრდილ და არანორმირებულ სამუშაო საათებსა თუ დატვირთვაზე. etaloni.ge დაინტერესდა, არის თუ არა უფრო შრომატევადი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მასწავლებლებისთვის, გაეზარდათ თუ არა სამუშაო დრო სკოლაში მუშაობის პერიოდთან შედარებით - აღნიშნული საკითხის უკეთ გასარკვევად, ჩვენს საჯარო სკოლის დირეტორებს დავუკავშირიდით: 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ბესიკ კაპანაძე:

„დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ინტერნეტზე როცა ხარ დამოკიდებული რთულია, თან ბავშვებსაც ყველას არ აქვთ წვდომა, ამიტომ გაკვეთილებს ვიწერთ და მერე ნახულობენ ხოლმე მოსწავლეები. სწავლის ისეთი დონე არ არის, როგორც უნდა იყოს, თუმცა სულ ისე დარჩენას ნამდვილად ჯობს.

მასწავლებლებს ხან უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ხან უფრო ნაკლები, თუმცა რა თქმა უნდა დისტანციური სწავლება უფრო რთულია, რადგან პირდაპირი კომუნიკაციის დროს უფრო მარტივად აგებინებ მოსწავლეს სათქმელს.

ამასთან, მასწავლებლებთან ერთად დავგეგმეთ, რომ დამატებით ჩავატარებთ გაკვეთილებს სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ, გამოვიყენებთ შაბათ დღეს, რომ მაქსიმალურად ავანაზღაუროთ და არ გვქონდეს ჩაგდებული მასალა. ყველა პედაგოგი თანახმაა ამაზე და დარწმუნებული ვარ ყველა მონდომებული იქნება“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ჩანტლისყურის საჯარო სკოლის ისტის მათემატიკის პედაგოგი ნინო თეთრაშვილი:

„რა თქმა უნდა, დისტანციური სწავლების პერიოდში მასწავლებლებისთვის მუშაობა უფრო შრომატევადი გახდა. მეტი დრო და ენერგია სჭირდებათ, რადგან სხვანაირად მზადდება გადასაცემი მასალა მოსწავლეებისთვის. ბევრი მათგანისთვის ინდივიდუალურად მზადდება მასალა, „Teams“-ით ან „მესინჯერით“ და უკუკავშირსაც ვიღებთ. საკმაოდ ძნელია, „მესინჯერშიც“ ხან ერთი ბავშვი გამოგვეთიშება, ხან მეორე მერე იმისთვის ცალკე უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა გაკვეთილი და ნამდვილად უფრო რთულია“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი ერეკლე ჯიქია:

„დატვირთა უფრო გაიზარდა მასწავლებლებისთვის, მოგეხსენებათ ინტერნეტის პრობლემაც არის, მერე მოსწავლეს უნდა დაუკავშირდე და ასე თუ ისე სამუშაო დრო ეზრდებათ მასწავლებლებს. თუმცა თითოეული მასწავლებლის გაკონტროლება რა თქმა უნდა შეუძლებელია.

სწორედ ამის გამო შევადგინეთ გეგმა, რომ მომავალი სექტემბრიდან ამ სემესტრის მასალა კიდევ ერთხელ გავატაროთ მოსწავლეებს. თორემ ახლა ნამდვილად წვალობენ მასწავლებლები და ამის არ დანახვა არ შეიძლება.“

ასპინძის მუნიციპალიტეტის იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სოხაძე:

„უფრო კარგად შეითვისეს კომპიუტერი და შემოთავაზებული პროგრამები მასწავლებლებმა და მეც მათთან ერთად ავითვისე ყველაფერი. დისტანციური სწავლება უფრო სხვანაირია და ნამდვილად გაიზარდა სამუშაო დროც. გაკვეთილი უნდა დაგეგმო, გადაუგზავნო დავალება, აუხსნა. თუმცა ყოველკვირეულ გეგმას მასწავლებლები ასრულებენ და ნამდვილად შრომობენ. ახლა, მით უმეტეს, შეფასების სისტემა მოგვცა სამინისტრომ და ესეც გასაკეთებელია“.

თელავის მუნიციპალიტეტის წინანდლის საჯარო სკოლის დირექტორი ვენერა ჩიკვაიძე:

„დატვირთვას ვერ დავარქმევდი, უფრო დაძაბულები არიან. უფრო მეტ შრომას მოითხოვს იმ კუთხით, რომ გინდა ყველა ბავშვს თანაბარი შესაძლებლობა მისცე, მეტად გინდა ობიექტურობა დაიცვა. ყველაფერი უფრო მეტად გასათვლელია, რადგან ბავშვიც მიუჩვეველი იყო და მასწავლებელიც ასეთ სისტემას. თუმცა მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, კარგად გავართვით თავი მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც დისტანციურ სწავლებას. ახალ არა, მაგრამ თავიდან უფრო სტრესულ და დაძაბულ ვითარებაში იყვნენ მასწავლებლები“.

მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა რატიანი:

„დისტანციურ სწავლებაზე ჩვენ უფრო ადრე გადავედით, იმის გამო, რომ არ გვყავდა ფიზიკის მასწავლებელი მასწავლებლის სახლის დახმარებით ბატონო მალხაზ შატბერაშვილი ონლაინ უტარებდა და ახლაც უტარებს გაკვეთილებს ბავშვებს. ამიტომ ჩვენთვის უცხო არ იყო. ახლა კი, 11 მასწავლებელი და ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობდით, ასევე ჩართულები ვართ ახალი სკოლის მოდელის პროექტშიც და დისტანციური სწავლება ჩვენთვის უცხო არ ყოფილა.

მასწავლებლებმა სწავლებისთვის სხვადახვა მეთოდი აირჩიეს, ვბეჭდავდით ტესტებს ვუგზავნიდით მოსწავლეებს და ერთ კვირას ვაძლევდით ამ ტესტებისთვის. მეთორმეტე კლასელებთანაც მოვრჩით პროგრამას. ერთადერთი პრობლემა ინტერნეტია, თუმცა მშობლები ახერხებდნენ მოსწავლეების ჩართვას და პრობლემა არ გვქონია“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ გელოვანი:

„სიმართლე გითხრათ უფრო შრომატევადია ნამდვილად, რადგან ყველა ბავშვი ერთდროულად ვერ ერთვება და ერთსა და იმავე ბავშვთან რამდენჯერმე უხდება მასწავლებელს კონტაქტი, ახალი მასალის ახსნა და ეს ქმნის სირთულეს. რომ გითხრათ მოხერხებულია დისტანციური სწავლება - არა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, ბავშვებს მივცეთ ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება