სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენიმე საინტერესო შემთხვევა აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან
23-08-2017
-
+


პოეტი და საზოგადო მოღვაწე აკაკი წერეთელი ძალიან ენამოსწრებული გახლდათ, შეეძლო სირთულეებისთვის იუმორით შეეხედა. 

მან ჯერ კიდევ სიჭაბუკის წლებში მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი მახვილი ენითა და სიტყვა-პასუხით. 

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას მისი ცხოვრებიდან:

  • აკაკი ერთგან სადილზე მიიწვიეს. თეთრ ღვინოს სვამდა. ვიღაცამ იკითხა: თეთრი ღვინო სჯობს, თუ წითელიო. პოეტმა წითელი ღვინო დაისხა და რომ არ მოეწონა, თქვა: სადილობამდის ეს ღვინოც თეთრი ყოფილა, მაგრამ სირცხვილით ეხლა გაწითლებულაო.
  • ერთმა მელოტმა თქვა: ერთ ლამაზ ქალს წიგნი მივწერე, ისე შეგინახავ, როგორც ჩემს თავს-მეთქი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, უარი შემომითვალა.
    - სწორედ მაგითი დაგიფრთხია, აბა რა სასიამოვნოა, მუდამ შიშვლად და ცარიელად ყოფნაო, - იოხუნჯა აკაკიმ.
  • ქუთაისში აკაკი წერეთლის მონაწილეობით საღამო გაიმართა. საღამოში მონაწილენი მეორე თუ მესამე დღეს სურათის გადასაღებად ბაღში შეიკრიბნენ. აკაკის ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა: - რა აზრისა ხართ, პატივცემულო აკაკი, ახალგაზრდა მგოსნებზე?
    - რა გითხრათ, - მიუგო აკაკიმ, - სტუდენტობის დროს ერთი პროფესორი გვყავდა: დიდი განათლებული კაციაო ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ, სტუდენტები, მისი წაკითხულიდან ვერას ვგებულობდით. იგივე ითქმის ზოგიერთ ახალგაზრდა მგოსანზე: შესაძლებელია ძალიან კარგებიც იყვნენ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვთ: როგორც მე, აგრეთვე ხალხს არა გაეგება-რა მათი.
  • აკაკის ერთმა ქალმა მშვენივრად მოქარგული ბალიში მიუძღვნა, შესაფერისი წარწერით. საჩუქარი პოეტს ძალიან ესიამოვნა და ღიმილით თქვა: ჰეი-ჰეი, ბექირ-ბეი! სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ''მაღვიძარა'' საათებს მიგზავნიდნენ, ახლა კი ბალიშებს მიგზავნიან - დაწექ და დაიძინეო!...
წყარო: ''აკაკის ნაკვესები''

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებელის ახალი პასუხისმგებლობები და კომპეტენციები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

დირექციამ და პედაგოგებმა გამორჩეულად იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება