სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გავრცელდა თუ არა „კორონა“ ბანანიდან და რა ხილი უნდა მივირთვათ ძლიერი იმუნიტეტისთვის - ექიმ-ნუტრიციოლოგის რჩევები
08-05-2020
-
+


გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბუნებრივია, კვლავ აქტუალურია კითხვა - როგორ ვიკვებოთ და რა ბუნებრივი ვიტამინებით  გავამდიდროთ მოზარდების ორგანიზმი, რათა იმუნური სისტემა ძლიერი გვქონდეს? ეს საკითხი, მსოფლიო პანდემიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, Etaloni.ge- რამდენიმე კითხვით მიმართა ექიმ-ნუტრიოციოლოგს, ნინო თოთაძეს.

- ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს აუცილებელ პროდუქტს, რომელიც ადამიანმა უნდა მიიღოს ყოველდღიური მენიუს სახით. თუკი ვსაუბრობთ 6 თვემდე ჩვილზე, უმნიშვნელოვანესია, რომ  ის დედის რძით იკვებებოდეს, მაგრამ ასეთ დროს, დედის რაციონი უნდა იყოს გაკონტროლებული - რამდენად სრულფასოვნად იკვებება; რაც შეეხება ბავშვებს ერთ წლამდე - მათ უნდა მიიღონ, სხვადასხვა პროდუქტი და მათ შორის ხილიც, ოღონდ ძირითადად სეზონური და რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციით, სწორი წესის დაცვით; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის კი, წარმოსახვითი თეფში უნდა გავყოთ ოთხ ნაწილად, სადაც თანაბარი რაოდენობით იქნება ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტი, ბურღულეული - ასეთია სწორი კვება.

- ქალბატონო ნინო, სეზონური ხილი ახსენეთ. რატომაა მნიშვნელოვანი, სწორედ სეზონურ ხილზე გავაკეთოთ აქცენტი და რატომ უნდა მივირთვათ, მაგალითად, მარწყვი, მაინცდამაინც მაისში?

- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ გვიდევს გარკვეული გენეტიკა საკვებ პროდუქტთან დაკავშირებით. ხილი და ბოსტნეული კი, რომელსაც მივირთმევთ, მნიშვნელოვანია,  სეზონური იყოს, რადგან არასეზონური, ხელოვნურადაა მოყვანილი. განსაკუთრებით, ეს უნდა გავითვალისწინოთ ბავშვების შემთხვევაში - ჩვილებს, მხოლოდ ერთი პროდუქტი უნდა გავასინჯოთ, რადგან მათი კუჭ-ნაწლავი მზად არ არის ყოველდღიურად 5-6 პროდუქტისთვის; გარდა ამისა, ალერგიული ფონი რომ გამოვლინდეს, ადვილად მივხვდებით მიზეზს;

ასევე ყურადსაღებია, რომ ექსპორტირებული ხილის ტრანსპორტირებას დრო სჭირდება, ჩვენ კი გვაქვს ეს ფუფუნება საქართველოში, რომ ყველა სეზონზე გარკვეული ხილი მოდის. ერთადერთი, შეიძლება, დაემატოს ბანანი. და რაც მთავარია, უნდა გავითვალისწინოთ - რაც უფრო დიდია  შენახვის ვადა, მით უფრო ცუდია პროდუქტი. ასე რომ, მიმაჩნია - სეზონურობის გათვალისწინება სწორი მიდგომაა.

- ემხრობით მოსაზრებას, რომ ჭიანი ვაშლი ჯანსაღია?

-  რაც ბუნებრივია და სასუქის გარეშე მიღებული, ცოტა ხანს ინახება, მალე ზიანდება  და შესაბამისად, ასეთი პროდუქტი სასარგებლოა.

- მსოფლიო პანდემიის ფონზე, რა ბუნებრივი ვიტამინები უნდა მივიღოთ ძლიერი იმუნიტეტისთვის?

- პირველ რიგში, ექვს თვემდე ჩვილებისთვის რეკომენდებულია, ბუნებრივად იკვებონ - დედის რძით; მოზარდების ყოველდღიურ რაციონში კი აუცილებლად უნდა იყოს ხილი და ბოსტნეული. არ მიმაჩნია სწორად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე ვიტამინები აბების სახით მივცეთ და რაც მთავარია, სუფთა წყალი უნდა სვან.

- ქალბატონო ნინო, თავიდან არსებობდა მოსაზრება, რომ ახალი კორონავირუსი ბავშვებს არ ხვდებათ. მართალია, მოგვიანებით, ეს მითი დაიმსხვრა, თუმცა მაინც - ბავშვები ნაკლებად ავადდებიან.

- მათი იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლა ბევრად უფრო ძლიერია, ამიტომ შედარებით მსუბუქად გადააქვთ ავადობის შემთხვევაშიც კი.  

- სხვათა შორის, თავის დროზე, ისიც ითქვა, ბანანით შემოიტანეს „კორონავირუსიო“. როგორც ნუტრიციოლოგმა, იქნებ გვითხრათ, რამდენად შესაძლებელია მსგავსი რამ?

- ვირუსებს გააჩნია თავისი მდგრადობა და შესაბამისად,  გარკვეულ ტემპერატურაზე ისინი ვეღარ ცოცხლობენ - არ აქვთ მუდმივი ცხოვრების უნარი; ძალიან არასწორია ეს მოსაზრება და მგონი ნელ-ნელა ამაში ყველა დარწმუნდა - შეუძლებელია,  ვირუსმა დიდი ხნის ტრანსპორტირებისას გაძლოს.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

ახალი უმაღლესი შეიქმნება - „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება