სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დარაბებს მიღმა დედამიწაა“ - აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლის საინტერესო ნამუშევარი
30-04-2020
-
+


„დარაბებს მიღმა დედამიწაა“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟენია მოსიძე საინტერესო ნამუშევარს გვთავაზობს:

დარაბებს მიღმა დედამიწაა

- ჰიუსტონ აფრენისთვის მზად ვართ!...

- ბატონო ბათუ, თქვენ ახლა აფრენისთვის არ ემზადებით!

- თქვენ არ მთხოვეთ მომეყოლა ყველაფერი?

- დიახ, დიახ! მაგრამ, მე გთხოვეთ მოგეყოლათ, თუ რა დაინახეთ კოსმოსიდან?!

- ქალბატონო ფსიქოლოგო, თქვენ ალბათ ვერ გამიგეთ! მთელი ხიბლი სწორედ  ამბის სრულ ნაწილშია. რამდენიმე დეტალით  ვერაფერს გაიგებთ.

- მაშ, კარგი. თქვენ მაინც ბოლო პაციენტი ხართ, ყურადღებით გისმენთ.

- ჰიუსტონ აფრენისთვის მზად ვართ!-ამ ფრაზით დაიწყო დიდი მოგზაურობა. ხომალდზე მშვიდად ვიჯექი, რომ ჩემი არსებობით არავინ შემეწუხებინა. აქ არავინ მიცნობდა, არავის ვიცნობდი. ხომალდზე უბილეთო მგზავრივით ვიყავი შეჭრილი.

- უკაცრავად, რაღაც ვერ გავიგე,(დოკუმენტების ფურცვლას იწყებს)თქვენ ასტრონავტი არ ხართ?

- არა, რა თქმა უნდა.

- ხვდებით მაინც, რომ ჯერ კიდევ მხოლოდ ამის გამო შემიძლია თქვენი სასამართლოსთვის გადაცემა?

- მაგრამ, თქვენ ხომ ამას არ გააკეთებთ, არა?

- არა, რა თქმა უნდა.(ფსიქოლოგმა ფეხი ფეხზე გადაიდო და  ყური დამიგდო)

- მოკლედ ხომალდით გალაქტიკაში გავიჭერით, და...

- მაპატიეთ, რაღაც ისევ ვერ გავიგე.

- გისმენთ! -მძიმედ ამოვიხვნეშე ქალის ცნობისმოყვარეობისგან შეწუხებულმა.

- თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ხომალდზე ერთადერთი უცხო იყავით. ვერ დავიჯერებ იმას, რომ ხომალდზე ვერავინ შეგამჩნიათ, თუ რა თქმა უნდა უჩინმაჩინის მოსასხამი არ გქონდათ თან! (ფსიქოლოგი სათვალეს იხსნის და სიცილს ვერ იკავებს)

- როგორც ჩანს ძალიან გიტაცებთ ფილმები, მაგრამ ფრთხილად! ილუზიამ შეიძლება შორს გაგიტაცოთ. რაც შემეხება მე, როგორც ჩანს კარგად არ მისმენდით. მე ვთქვი, რომ არ მიცნობდნენ და არ ვიცნობდი, თუმცა არ მითქვამს, რომ არავინ იცოდა ჩემი იქ ყოფნის მიზეზი.

- და რა იყო თქვენი იქ ყოფნის მიზეზი თუ მიზანი?

- მოითმინეთ, პატარა ქალბატონო!

- გულმოდგინედ გისმენთ, ბატონო ბათუ.-სათვალეს იკეთებს და მუხლებს ეყრდნობა.

- ჰიუსტონ პრობლემა გვაქვს!-ეს იყო სიტყვები, რომლებიც პირველად გავიგე აფრენის შემდეგ. ფრენამ შოკში ჩამაგდო. მერწმუნეთ, ადვილი არაა გამოუცდელი ადამიანის კოსმოსში მოხვედრა.

- შემდეგ რა მოხდა?

- მისია ჩაიშალა.ხომალდის ბოლო ენერგიით ატმოსფეროში შემოვიჭერით, ვიღაცამ ერთი შეცდომა დაუშვა და ამას მოჰყვა მთელი რიგი პრობლემები.  ხომალდი ზღვაზე ავარიულად დაეშვა, შემდგომში ცნობილ შავ ზღვაზე. ტერიტორიულად თქვენი ქვეყნის, საქართველოს სანაპიროს მხარეს. დანარჩენი თქვენც იცით.

- კოსმოსიდან რა დაინახეთ?

- თქვენი აზრით?

- რომ ვიცოდე თქვენს ადგილას ვიჯდებოდი!

-რას ელოდებით ჩემგან?

- მინდა  თქვენს ფსიქოლოგიაში გამარკვიოთ.მხოლოდ  თქვენ,  ხომალდის ეკიპაჟის ერთადერთი გამოუცდელი წევრი გადარჩით, ეს პირდაპირ სასწაულია, რას გრძნობთ?

- ბედნიერი ვარ და თან ვწუხვარ მათ  გამო.

- როგორი იყო დედამიწა კოსმოსიდან?

- ლურჯი, მწვანეც და ნაცრისფერიც!

- საინტერესოა.

              ცოტახნით ჩვენ შორის დუმილმა დაიდო ბინა.

- მეგონა ფსიქოლოგები არ იტყუებოდნენ!
- უხერხული სიჩუმე დავარღვიე:
- უკაცრავად?
- ჩვენი საუბრის დასაწყისში თქვით, რომ მე თქვენი ბოლო პაციენტი ვიყავი. არადა დარწმუნებული ვარ მთელი დღეები კაბინეტში უსაქმოდ იჯდებოდით რომ არა ეს უპრეცედენტო შემთხვევა. საქართველოში ფსიქოლოგს მომავალი არ აქვს ხომ ასეა?
- ქართულად ასე კარგად საიდან საუბრობთ? ასე უაქცენტოდ?
- თემას ცვლით?! კარგით. საქართველო ძალიან მიყვარს, ხშირად ჩამოვდიოდი აქ, შემდეგ აქაური ცოლიც მოვიყვანე, მანაც ქართული მასწავლა.
- გასაგებია.
- მაშ, თუ ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში გაერკვიეთ, რჩევა მომეცით და დავასრულოთ.
- ფსიქოლოგები რჩევას არ ვიძლევით, ჩვენ მხოლოდ კითხვებს ვსვამთ!
- ახლა რა გაინტერესებთ?
- მეც მინდა დავინახო დედამიწა. თუ, რა თქმა უნდა, ამისათვის კოსმოსში გაფრენა არ დამჭირდება.
- ისე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, თუმცა ეს ძალიან მარტივია: გამოხსენი ეს შენი ჩაბნელებული ოთახის დარაბები და რასაც დაინახავ ეგ არის დედამიწა.

ფანჯარასთან მივიდა, დარაბები გამოხსნა და მზის სხივები ოთახში თავაზიანად შემოიპატიჟა. სათვალე მოიხსნა და თვალები არემარეს მიაპყრო. 
- რას ხედავ?
- რას ვხედავ? ვხედავ მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, ცას, ზღვას,თოვლს, ავდარს და დარს, ლურჯს, მწვანეს და ნაცრისფერს! დიახ, ეს მშვენიერია, მშვენიერია დედამიწა, აქამდე რატომ ვერ ვამჩნდევდი ამ სილამაზეს?
- ცხოვრებაში ბევრი რამე შექმენით თქვენ ადამიანებმა, მთავარი ადგილი მატერიალურ მხარეებს დაუთმეთ, ისინი შეიყვარეთ. მოკლედ რომ გითხრათ, ვარსკვლავების ყურებაში მთვარე დაკარგეთ!

ვუთხარი და ოთახი დავტოვე.

- ბატონო ბათუ, ბატონო ბათუ! (კარიდან გასულს მომაძახა)
- გისმენთ!(შემოვბრუნდი)
- რა იყო თქვენი კოსმოსში წასვლის მიზანი?
- ამას საიდუმლოდ დავტოვებ, ფსიქოლოგებმაც ხომ უნდა იფიქროთ არა? გაფრთხილებთ ილუზიას უფრთხილდით, გაგიტაცებთ და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნება გაგიჭირდებათ!-გავუღიმე და გამოვედი.

ფსიქოლოგი სარკმელს მიუბრუნდა და დედამიწას  ყური დაუგდო. დიდხანს უსმენდა და უყურებდა.

- ღმერთო, ნეტავ გამარკვია ბატონ ბათუს მთელ საიდუმლოებაში. წარმოთქვა სასოწარკვეთილმა ქალმა, სარკმელს დაეყრდნო და მზერა ცას მიაპყრო.

ქალს მთვარე ჩაუსაფრდა, ქალმაც მალე შეამჩნია მისი სიახლოვე. მთვარის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, ქალს ეახლა და სამხელი უმხილა. ქალი მეორე ფანჯარას მივარდა, დარაბები გამოხსნა და სანახავი იხილა: ბატონი ბათუ უცხო სხეულზე დაჯდა და გაფრინდა, გაფრინდა მაღლა, შორს...

ხომალდი მარსზე ავარიულად დაეშვა.

- მსხვერპლი ბევრია, გადარჩენილი ერთი, სასწაულია პირდაპირ, რომ ეს უკანასკნელი თქვენ ხართ ბატონო ბათუ, არა?
- დიახ, და აქ არის ბედნიერება?
- და, თქვენ საიდან ხართ?
- დედამიწიდან!
- და, იქ თუა ბედნიერება?
- დარაბებს მიღმა ყოველთვისაა ბედნიერება!
- მაშ, დავიწყოთ.
- ჰიუსტონ აფრენისთვის მზად ვართ!...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება