სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხალხი პანიკაშია და ეს არ მომწონს, უნდა დავმშვიდდეთ“ - გუდაურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ჩანახატი
29-04-2020
-
+


გუდაურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე პალიკო ბუთხუზი კორონავირუსის პანდემიით შეცვლილ რეალობაზე ჩანაწერს წერს და აღნიშნავს, რომ ეს დრო დედამიწამ დასაფიქრებლად მოგვცა.  ადამიანებმა საკუთარი თავის გარდა,სხვებზეც უნდა ვიფიქროთ - ეს არის მოსწავლის ჩანაწერით მთავარი მოწოდება. ჩვენ მის სათქმელს უცვლელად გთავაზობთ:


                                                                      რა გვასწავლა სიჩუმემ?                                                                    


რა გვასწავლა სიჩუმემ? ჩემი აზრით ფიქრი. რომელიმე ჩვენთაგანი იმაზე დაფიქრებულა რა უჭირთ სხვებს? როგორ ცხოვრობენ, რისთვის არსებობენ? ჩემი აზრით, არავი დაფიქრებულა, რადგან დრო არ გვქონდა ამაზე საფიქრელი. მხოლოდ შეიძლება ძილის წინ გვეფიქრა ამაზე, მაგრამ დედამიწამ და ცხოვრებამ ამაზე საფიქრელი დრო უხვად მოგვცა. დედამიწამ გადაწყვიტა დასვენება, ყოველდღიურად ერთიდაიგივე ხდებოდა მობეზრდა და თავი ასე ვთქვათ დაიავადმყოფა და დიდი საჩუქარი გვაჩუქა ვირუსის სახით. ჩამოვარდა მთელ დედამიწაზე სიჩუმე. არავინ იცის სიჩუმე სადამდე გაგრძელდება ან როდის ჩაანაცვლებს ხალხმრავლობა სიცარიელეს. რასაც ადრე ვერ ვხედავდით ახლა თვალსაჩინო გახდა ჩვენთვის, შეგვეშინდა უხილავი და უძლიერესი მტრის, შევიყუჟეთ ჩვენს პატარა სახლებში სადაც ადრეც ვცხოვრობდით, მაგრამ ამ სახლში თითქოს სიცარიელე იყო ვერ ვამჩნევდით ჩვენს ნათესავებს ჩვენს საყვარელ ადამიანებს მაგრამ დადგა ისეთი დრო როგორიც ახლა ყველაფერი დავაფასეთ თვალებიდან ბინდი მოგვშორდა ჩვენს ცხოვრებაში მზე გამოჩნდა, ეს მზე დიდი ხანი  გააბრწყინებს ისევ იმ ჩვეულ ცხოვრებას, რომელიც ადრე გვქონდა. ადამიანებმა იცით რა ვერ შევიგნეთ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა ჩვენ ჩვენს ბედს ვერ განვსაზღვრავთ და იმასაც არ ვფიქრობთ, რომ სიცოცხლე კარგად და სხვების დახმარებაში გავატაროთ, ვიცხოვროთ ისე როგორც ნორმალურ ადამიანს შეეფერება, ვიყოთ უბრალო და კარგი ადამიანები, მოგვეცა შანსი, კარგი საქმეები ვაკეთოთ და ამის ნაცვლად ჩვენ საკვებზე და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ცხოველებივით კი არ უნდა ვხოცოთ ერთმანეთი, პირიქით, ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. არ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ჩვენს თავებზე მშვიდად უნდა ვიყოთ და გავანეიტრალოთ სიტუაცია, რომელიც იმაზე დაძაბულია ვიდრე უნდა იყოს. ხალხი პანიკაშია და ეს არ მომწონს, უნდა დავმშვიდდეთ. 

მინდა ორი სიტყვით ვთქვა სკოლაზეც, სკოლა მომენატრა მომენატრა ზარის ხმა ჩემი მერხი მომენატრა ის ოთხი კედელი რომელშიც მთელი 40 წუთი ვსხედვართ. მინდა მალე დასრულდეს ეს ყველაფერი და დედამიწა ამოვარდნილ კალაპოტში ჩაჯდეს, მე მჯერა რომ დედამიწა ამ ყველაფერს გადაიტანს და ყველა ჩვეულებრივად ვიცხოვრებთ, დედამიწა აუცილებლად გადარჩება მე ამის მწამს და ამის მჯერა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება