სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიის კონკურსი მოაწყვეს
29-04-2020
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესს აქტიურად განაგრძობენ. მოსწავლეებს არც მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ და ასეთ დღეებსაც დისტანციურად, ნამუშევრებით აღნიშნავენ. ამჯერად, IIIგ კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღეს ხელნაწერები მიუძღვნეს.

„თბილისის N142 საჯარო სკოლა ცნობილია ღონისძიებათა თუ პროექტების ჩატარების სიმრავლით. შემოქმედებითი საღამოები, კონკურსები სასწავლო წლის  II სემესტრში იყრის ხოლმე თავს, რის გამოც სპეციალური ცხრილი დგება, რათა ერთმანეთს არ დაემთხვეს ღონისძიებები, სააქტო დარბაზი თავისუფალი რომ იყოს. სკოლაში შემოქმედებითი საქმიანობის წარმართვაში გვეხმარებიან და ხელსაყრელ პირობებს გვიქმნიან დირექციის წარმომადგენლები ქალბატონები: ბელა ჩიტია და ირმა მუხიგულაშვილი.

მიუხედავად მსოფლიო პანდემიისა, იმ დროს, როდესაც მსოფლიო მოსახლეობა უხილავ მტერს კოვიდ-19-ს ებრძვის სახლში დარჩენით, და ჩვენც, საქართველოს მოქალაქეები, ამ გამოწვევას მოქალაქეობრივი შეგნებით ვხვდებით, ჩვენი სკოლის მოსწავლეები სახლში ყოფნის დროს ფუჭად არ კარგავენ და მასწავლებლებთან ერთად დისტანციური სწავლების რეჟიმში ქმნიან ნამუშევრებს. განსაკუთრებით კი ეფერებიან ქართულ ენას. მართალია, 14 აპრილს, დედა ენის დღეს, სკოლას გრანდიოზული ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი, არსებული მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა, მაგრამ 142-ე საჯარო სკოლის IIIგ  კლასის მოსწავლეებმა პაწაწუნა ხელებით ზოგი ძველ ასომთავრულს, ზოგი ახალ თანამედროვე მხედრულ ქართულ ანბანს მოეფერა, მოაწყვეს კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდა. კლასის დამრიგებელი ქალბატონი თეა ჯოლბორდი. მათთვის ხომ ყოველი დღე ქართული ენის სიწმინდის დაცვის დღეა, რაც გამოიხატება კლასში თუ დერეფანში მათივე შედგენილი შეცდომით დაწერილი ქართული სიტყვებისა თუ წინადადებების შესწორებით, რომელსაც ჰქვია, ვისაუბროთ და ვწეროთ მართებული ქართულით“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება