სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საქმეში“ - იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლა StopCoV ფონდში თანხას გადარიცხავს
29-04-2020
-
+


„გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის საქმეში“ - ქუთაისის N2 საჯარო სკოლა StopCoV ფონდში თანხას გადარიცხავს. მასწავლებლები უკვე შეთანხმდნენ, რომ ხელფასის ნაწილი ფონდში ჩარიცხავენ.


„მოგეხსენებათ, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემის ფონზე, საქართველოც აღმოჩნდა კორონავირუსის გავრცელების არეალში.

უკვე თვეზე მეტია ხელისუფლება და მედპერსონალი თავდაუზოგავად მუშაობენ ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად. გატარდა უამრავი ღონისძიება, დაიკეტა მრავალი კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა, იქ დასაქმებული ადამიანები კი სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

ამ ფონზე, ჩვენ, მასწავლებლები ვაგრძელებთ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში და ვცდილობთ მაქსიმალურად შევუქმნათ მოსწავლეებს სასწავლო გარემო და შევასრულოთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები. ვითვალისწინებთ რა, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობას, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დახმარების ფონდში. 

სკოლის ადმინისტრაციისა და მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელის თინათინ სვანიძის ინიციატივით, მივიღეთ გადაწყვეტილება შევუერთდეთ ხელისუფლების ინიციატივას და კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ StopCoV ფონდში გადავრიცხოთ ხელფასის ნაწილი. 

ამ მოკრძალებული ნაბიჯით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საერთო მიზნებისა და კრიზისიდან გამოსვლის საქმეში, რამეთუ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდის მიზანი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება