სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასე გადის ჩვენი კარანტინის ცხოვრება პატარა ამბებითა და დიდი იმედით“ - ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
23-04-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლემ პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატები მიუძღვნა. XIIბ კლასის მოსწავლე აისელ ნურიევა აღწერს, თუ როგორ გადის დრო კარანტინში.

    მონატრების 1 თვე -  რა გვასწავლა სიჩუმემ

შენთვის და საზოგადოების დაცვისთვის დარჩი სახლში.

ამ რთულ პერიოდში ბევრი რამ  ვისწავლე.  ვწერ დღიურს, სამზარეულოში ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც სტუდენტობაში დამჭირდება, რადგან მინდა ვისწავლო სახლის მართვა, პრობლემების მოგვარება. წელს სკოლას ვამთავრებ, აბიტურიენტი ვარ, სამწუხაროდ, ამ ვირუსის გამო, გარეთ არ გავდივართ, მაგრამ რა მაგარი მასწავლებელი გვყავს რომ ყველაფერში გვეხმარება ინტერნეტით. ასე, რომ სკოლის გარდა, რა აქტივობებიც მქონდა სხვა და ბევრი დრო რომ არ მქონდა და ვერ ვახერხებდი კეთებას ახლა ყველაფერს ვაკეთებ, ხატვა ისევ დავიწყე, მეგონა  დავიწყებული მქონდა, მაგრამ სულაც არა. სახლში ყოფნით ამ სიჩუმეში ფრინველები და ცხოველებიც მომენატრა. ამ პერიოდში ვისწავლეთ მოთმინება, გაძლება, დასვენება, ისეთი რამის კეთება, რაც გეგმაში გვქონდა, სისუფთავე. ასევე რაც მთავარია ყოველთვის პოზიტიურები უნდა ვიყოთ, რომ დრო უფრო მალე გავიდეს.  სახლშიც შეგვიძლია სპორტით დავკავდეთ, საჭირო არ არის სპორტული დარბაზი. მოთმინება ყველაზე დიდი სიმდიდრეა, მე ასე ვფიქრობ, თუ პოზიტიური ხარ, შენ შეგიძლია მოთმინება, თუ  მოთმინება შეგიძლია, ასევე ხარ პოზიტიური და ნიშნავს, რომ ამ პერიოდში არ გიჭირს. ჩვენ ვისწავლეთ ამ პერიოდში ყველაზე დიდი სიმდიდრე პოზიტიურობა და მოთმენა. ადრე ჩემს ძმასთან ერთად ერთი ახალგაზრდა ბიჭი მუშაობდა, დღიური სამსახური იყო, ახლა ყველგან ხომ სიჩუმეა, მას პატარა შვილები ჰყავს და ძალიან გაუჭირდა. დავეხმარეთ მეგობრები და გავუგზავნეთ ფული.. ახლა ის ძალიან ბედნიერია, რადგან ასეთ სირთულეში და ასეთ რთულ პერიოდში დაეხმარნენ, რადგან მან არ დაკარგა  ცხოვრების იმედი, ასე გადის ჩვენი კარანტინის ცხოვრება პატარა ამბებითა და დიდი იმედით. მალე გავა ეს დროც და გველოდება ნათელი დღეები.

აისელ ნურიევა მე-12ბ კლასი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება