სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ეტალონი ეროვნული პროექტია'' - ინტელექტ-შეჯიბრმა ''სენაკის ეტალონი მოსწავლე'' გამოავლინა
30-09-2016
-
+







სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. ამჯერად, „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.


ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი სენაკის თეატრში ჩატარდა. 47გამორჩეული ახლაგაზრდა ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდა.


ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სხვა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.


მონაწილეებს ლამაზი მუსიკალური ნომრებითა და დეკლამაციებით ამხნევებდნენ.




დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 


„ეტალონი“ მოსწავლის ტიტულს  სენაკის #7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე რეზი ხურცია დაეუფლა. 


რეზი ხურცია სწორედ ის ახალგაზრდაა, რომელმაც 21 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ გრანდიოზულ ფინალზე მუხრან მაჭავარიანის ლექსი „საქართველო“ წაიკითხა.

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge”-ს პირველი შთაბეჭდილებები გამარჯვებულმა რეზიმ გაუზიარა: 

„ძალიან დაძაბული თამაში იყო, ბევრი კარგი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და გამომდინარე აქედან, კონკურენციაც მაღალი იყო. ასეთი კონკურენციის პირობებში, ჩემთვის მარტივი არ იყო გამარჯვება. „ეტალონი“ განათლების პოპულარიზაციას ეწევა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია და ამიტომაც პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.“

სენაკის გამგებლის მოადგილის  ნატო ფულარიას თქმით, ყველაფერი ძალიან ობიექტურად და ორგანიზებულად ჩატარდა: 

„ეტალონი“ მესამედ ჩატარდა სენაკში. ძალიან დადებითი განწყობაა ამ პროექტის მიმართ, რადგან ეს კარგი საგანმანათლებლო პროექტია. ყველაფერი ძალიან ობიექტურად და ორგანიზებულად ჩატარდა. თავად გამარჯვებული რეზი ხურცია ძალიან გონიერი მოსწავლეა და ადგილობრივ ღონისძიებებში აქტიურად  მონაწილეობს. ოქროს მედლის კანდიდატიც არის. მოლოდინი გვქონდა, რომ სწორედ რეზი გაიმარჯვებდა.”

რესურსცენტრის წარმომადგენელი გიორგი სიგუა  აღნიშნავს , რომ  „ეტალონი“ მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა სულ უფრო მეტი ახალაგაზრდა ჩაერთოს:

„ძალიან კმაყოფილები ვართ ყველანი. გამარჯვებულ მოსწავლეს ძალიან დადებითად ახასიათებენ. სკოლები ძალიან ორგანიზებულები იყვნენ. ზოგადად შეჯიბრი ძალიან კარგად ჩატარდა. „ეტალონი“ მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია და ვფიქრობ მომავალში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება ამ შეჯიბრში“ 

გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, პოეტი  ვასილ ბესელია „Etaloni.ge”-სთან საუბრისას აღფრთოვანებას ვერ მალავს : 

“იშვიათად შეიძლება ადამიანმა ასეთ რამეს მიაგნოს. გოჩა ტყეშელაშვილს, „ეტალონი“ იმდენად კარგად აქვს გაკეთებული და ისე კარგად მიყავს, ალბათ, ღმერთმა უკარნახმა მას ასეთი პროექტის გაკეთების იდეა. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თავად ეტალონის შემოქმედებითი გუნდის წევრები ყველანი ერთმანეთზე უკეთესები, გულისხმიერები, ინტელექტუალურები, განათლებულები და საქმიანები არიან. ბარაქალა ამ გუნდს, ბატონ გოჩას და სენაკელ მაყურებელს. ყველაფერი იყო  ნორმის ფარგლებში, იყო წარმატება, იყო ცრემლები. რაც შეეხება, გამარჯვებულს, რეზი  ჭკვიანი ბიჭია და ამასთანავე, ძალიან აქტიური. იგი ხშირად იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და საკმაოდ წარმატებულადაც.“

ბატონმა ვასილმა ლექსიც მიუძღვნა ჩვენს მკითველს: 

       შენზეა ცრემლი და შროშანი ..

შენზეა ცრემლი და შროშანი, როს ჟამი ცრემლივით გამაშრობს...

ვინ იცის, ჯერ იქნებ შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ.

ვთამაშობ და გამჩენს ვბარდები და შენსკენ მახედებს გუმანი

- შორსაა ჯერ სველი ვარდები, შორსაა ბახი და შუმანი.

დრო გამყავს, სიცოცხლის ხემსიდან ჭურჭელი რჩება და სარქველი,

შორსაა ჯერ ბოლო ლექსი და პალატა, სკამი და სარკმელი...

როდესაც მუზებიც გამრიყავს, სამარეს, ხორცმა რომ მიაგნოს,

დავაწერ სიკვდილის თარიღად ბოლო ლექსს, სიკვდილის დიაგნოზს...

ვარ შხამით მოყვრის და მოშარის. სანამ დრო ძვალივით გამაშრობს.

ჯერ იქნებ, ვინ იცის, შორს არი, ჯერ სიცოცხლობანას ვთამაშობ...


"სენაკის ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი რეზი ხურცია გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. 


"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".   

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება