სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მირანდა გიგაურმა საკუთარი ნახატების ონლაინ გამოფენა მოაწყო
22-04-2020
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერტისის საჯარო სკოლა მარტის თვიდან ჩართულია დისტანციური სწავლების რეჟიმში. მასწავლებლები იყენებენ შემდეგ პლატფორმებს: „მესენჯერი“, Microsoft Teams, „Feedc Edu“, სატელეფონო კონტაქტი.

„კვირის განმავლობაში სკოლის 21 პედაგოგი ატარებს დისტანციურ გაკვეთილს 209 მოსწავლესთან. ერტისის საჯარო სკოლის 4 პედაგოგი ჩართულია Microsoft Teams-ის ონლაინ ტრენინგზე, რომლებიც კონსულტაციას უწევენ დანარჩენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს. სკოლა იცავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ფორმატს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ონლაინ გაკვეთილის ჩატარების მინიმალური დრო.

კლასის დამრიგებლები, საგნის პედაგოგები მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებენ მოსწავლეების მშობლებთან, კონსულტაციას უწევენ მშობლებს შვილების ონლაინ-გაკეთილებზე ჩართულობაში, ასევე ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეები; პედაგოგები ისმენენ ტელესკოლის გაკვეთილებს.

დისტანციური სწავლების დროს ვითვალისწინებთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და ინტერესებს,  ვცდილობთ, გაკვეთილები საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართოს. მასწავლებლები მოსწავლეებს აწვდიან სხვადასხვა სახის  რესურსებს. ვამყარებთ ეფექტურ უკუკავშირს როგორც მოსწავლეებთან, ასევე მათ მშობლებთან. დირექცია მუდმივ რეჯიმში უწევს მონიტორინგს ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობას, აქტიურად თანამშრომლობს: პედაგოგებთან; მოსწავლეებთან; მშობლებთან. ვითვალისწინებთ და პრაქტიკაში ვახორციელებთ საქართველოს განათლების,  მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს და რესურსცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

სპეც. მასწავლებელმა საგნის მასწავლებლებეთან ერთად შეადგინა  მოკლევადიანი ისგ-ები (ელექტრონული), სადაც დაგეგმეს მხოლოდ პრიორიტეტული მიზნები. ყველა სსსმ  მოსწავლეს შევუდგინეთ აპრილის თვის მეცადინეობის ინდივიდუალური გაკვეთილების ცხრილი. ცხრილისა და ისგ-ს შესაბამისად მიმდინარეოს სსსმ მოსწავლეებთან დისტანციური სწავლება.

მე-11 კლასის მოსწავლემ მირანდა გიგაურმა (რომელიც არის ჩემი პირველი კომპიუტერის მფლობელი) მოაწყო პერსონლური ნახატების ონლაინ გამოფენა. მირანდას მიერ შესრულებულმა ნახატებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ასევე მოტივაცია გაუჩინა სხვა მოსწავლეებსაც, რომ მათაც მოახდინონ საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირება“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება