სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გააუქმებს თუ არა მასწავლებელთა და ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის საფასურს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი?
16-04-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გრძელდება.

რეგისტრაციის საფასური გამოცდის ტიპის მიხედვით განსხვავდება. ყველაზე მცირე, 10 ლარის გადახდა იმ სტუდენტებს უწევთ, რომლებიც საგრანტო გამოცდებზე გადიან. აბიტურიენტებს 10 ლარი თითო საგანში რეგისტრაცია უჯდებათ და სავალდებულო, მინიმუმ სამი საგანი უნდა ჩააბარონ, რაც 30 ლარია, ვინც ოთხ საგანს აბარებს მას კი 40 ლარის გადახდა უწევს. ხოლო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აპლიკანტებმა 50 ლარი უნდა გადაიხადონ.

იმ ფონზე როცა ქვეყანაში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ასობით ადამიანი კი უმუშევარი დარჩა აპლიკანტების ნაწილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრისგან გამოცდებზე სარეგისტრაციო თანხის გაუქმებას ითხოვს. მსგავსი განცხადებით etaloni.ge-ს არაერთმა პირმა მიმართა:

„საერთოდ რატომაა ფასიანი ხომ ვერ ამიხსნით? თან ასეთ ფორსმაჟორში როგორ უნდა შეიტანოს მაძიებელმა პედაგოგმა ფული შეგიძლიათ მიპასუხოთ?“;

„პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის რომ არის მხოლოდ უფასო რეგისტრაცია, სხვებმა რა დავაშავეთ? დაუშვან გამონაკლისი ამ ვითარებაში მაინც. პრაქტიკოსები მუშაობენ და შემოსავალი მაინც აქვთ, და ვინც არ ვმუშაობთ ასეთ დროს 50 ლარიც ბევრია ჩვენთვის“;

„სამაგისტრო გამოცდაზე გასვლას ვფიქრობდი, მაგრამ აღარ ვიცი რა ვქნა, რეგისტრაციისთვის დრო კი მაქვს მაგრამ ჩემი სამსახური დაიხურა საგანგებო მდგომარეობის გამო, როდის განახლდება მუშაობა ან რა იქნება არ ვიცით. ახლა რომ რეგისტრაციის თანხა გადავიხადო და მერე ვეღარ შევძლო სწავლის გაგრძელება გამოდის ის მცირეც უნდა მოვიკლო რაც ეხლა მაქვს, თან თბილისშიც ქირით ვცხოვრობ და დამატებითი ხარჯია, კარგი იქნებოდა გამონაკლის ასეთ ვითარებაში მაინც დაეშვათ“ - გვწერენ მოქალაქეები. 

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით, რათა დაინტერესებული პირების ინიციატივა გადაგვეცა და მათი პასუხიც მიგვეღო. როგორც საგამოცდო ცენტრში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე, არც ერთ გამოცდაზე არ იგეგმება რეგისტრაციის საფასურის გაუქმება. თუკი რაიმე ტიპის ახალი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის შესახებ ინფორმაციას თავად „ნაეკი“ აცნობებს საზოგადოებას.

იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება