სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დაკარგავენ თუ არა სტატუსს უფროსი მასწავლებლები, რომლებიც გამოცდაზე მეორედ გავლენ და წარუმატებლად ჩააბარებენ?
18-04-2020
-
+


მიუხედავად იმისა, რომ წელს უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის გამოცდები არ ტარდება, მასწავლებელთა ნაწილს ტესტირებაზე მეორედ გასვლა ახალი რეგულირების წესის გამო სურს, რათა მათ სამომავლოდ წამყვანის სტატუსის მოპოვება შეძლონ.

სტატუსის ამაღლების პირობები, მასწავლებელთა რეგულირების ახალი წესის მიხედვით იცვლება. როგორც მასწავლებელთა სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან წლის დასაწყისში აღნიშნა, უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლების მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ წამყვანის სტატუსის მოპოვებას თუ გამოცდაზე 50%-ს, ანუ 7 კრედიტქულას მიიღებენ.

ვინაიდან, აქამდე მსგავსი ტიპის წინაპირობა არ არსებობდა და უფროსი პედაგოგების ნაწილს გამოცდა ასეთი მაღალი შედეგით არ აქვს ჩაბარებული, გამოცდაზე გასვლა მეორედ აპირებენ. თუმცა ამ შეთხვევაში, მათ უჩნდებათ კითხვა დაკარგავენ თუ არა უკვე მოპოვებულ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. 

უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს აქვთ თუ არა გამოცდაზე მეორედ გასვლის უფლება და დაკარგავენ თუ არა სტატუსს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდას წარუმატებლად ჩააბარებენ - აღნიშნული კითხვით etalini.ge-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა. ჩვენ კი მასწავლებლის სახლში ვცადეთ პასუხის მიღება: 


„უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებს გამოცდაზე მეორედ გასვლის უფლება აქვთ. ამასთან, გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში მათ სტატუსს არავინ შეუჩერებს ან გაუუქმებს“, - განაცხადეს მასწავლებლის სახლში.

ცნობისთვის, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაციისთვის და ინსტრუქციის სანახავად გადადით ბმულზე 

იხილეთ ასევე: სტატუსის ასამაღლებლად მასწავლებელთა გამოცდაზე 50%-იანი ბარიერის გადალახვა სავალდებულო გახდება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება