სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის ასამაღლებლად მასწავლებელთა გამოცდაზე 50%-იანი ბარიერის გადალახვა სავალდებულო გახდება
07-02-2020
-
+


მასწავლებელთა რეგულირების ახალი წესის ამოქმედების შემდეგ პროფესიაში შესასვლელად და სტატუსის ასამაღლებლად გამოცდა აუცილებელი პირობა იქნება. ამასთან, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, უფროსი და წამყვანი მასწავლებლებისთვის სტატუსის ამაღლება სავალდებულო არ იქნება, თუმცა წინსვლისთვის მათ გამოცდა 50%-იანი ზღვარი უნდა ჰქონდეთ გადალახული.

„ჩვენ გვეყოლება მაძიებელი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები - ყველასთვის იარსებებს შესაბამისი აქტივობები. თუმცა პროფესიაში შესვლა და სტატუსის ამაღლება გამოცდის საშუალებით მოხდება. ამასთან, თუ პედაგოგი არის უფროსის სტატუსის და არ სურს წამყვანის სტატუსის ამაღლება, მას ხარისხის მართვის ჯგუფი დაუდგენს პროფესიულ საჭიროებებს, გაივლის  რამდენიმე ტრენინგს, რომელთა რაოდენობას და მოცულობას ეს ჯგუფი განსაზღვრავს და ამ ტრენინგების წარმატებით გავლის შემთხვევაში ის გააგრძელებს მუშაობას. ამასთან იქნება ინტერვიუირება მასწავლებლის შეფასება მოხდება მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან. მასწავლებლების მიერ შესრულებული საქმიანობა აღარ იქნება დასჯასა და გამოჭერაზე.

შემსვლელ პედაგოგებს გამოცდა ყოველთვის საგანში ექნებათ. ხოლო უფროსი მასწავლებელი რომ წამყვანი გახდეს უნდა ჩააბაროს გამოცდა პროფესიულ უნარებში. ასევე იქნება მენტორის სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში. ამასთან, გამოცდასთან ერთად, მოხდება მისი პრაქტიკული საქმიანობის შეფასება.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა უფროსი მასწავლებლები ვერ შეძლებს წამყვანი გახდეს და ვერც ყველა წამყვანი გახდება მენტორი.

ახალი რეგულირების წესის ამოქმედების შემდგომ აუცილებელი პირობა იქნება 50%-იანი ბარიერის გადალახვა, ანუ თუ მასწავლებელს აქვს ერთი კრედიტი მოპოვებული, ჯერ უნდა ჩააბაროს გამოცდა 7 კრედიტამდე და მერე იზრუნოს ამაღლებაზე. აღნიშნული ცვლილება ეხება, როგორც წამყვანის, ისე მენტორის სტატუსის მოპოვების მსურველ პედაგოგებს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება