სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ეშლებათ ყველაზე ხშირად აბიტურიენტებს ქიმიის ტესტის წერისას - საკითხები, რომლებსაც სათანადო ყურადღებას არ აქცევთ
12-04-2020
-
+


რა ტიპის შეცდომებს უშვებენ ქიმიის ტესტის წერისას აბიტურიენტები ყველაზე ხშირად და რა უნდა გაითვალისწინონ გამოცდაზე - აპლიკანტებს რჩევებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ხატისაშვილი აძლევს.

„პირველ რიგში. უნდა გითხრათ, რომ ტესტში,  წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვანი სიახლეები არ შესულა. შესაბამისად, აბიტურიენტებს შეუძლიათ, ნახონ წინა წლებში გამოყენებული ტესტები და სრული წარმოდგენა შეიქმნან იმაზე, თუ როგორი ტიპის ტესტს უნდა ელოდნენ გამოცდაზე. ასევე არ შეიცვლება ტესტის მაქსიმალური ქულა - 75 და დრო - 3 საათი და 40 წუთი.

უშუალოდ ტექსტური დავალებები იქნება როგორც დახურული, ისე ღია ტიპის. დახურული ანუ არჩევითპასუხიანი დავალებათა რაოდენობა იქნება სულ 30; რაც შეეხება ღია დავალებებს, იქნება: შესაბამისობები, ასევე ნივთიერების ფორმულა იქნება მოცემული და აპლიკანტმა მისი სახელი უნდა დაწეროს და პირიქით, იქნება ნივთიერების სახელი და მისი ფორმულა - დასაწერი. აბიტურიენტებს მოუწევთ ქიმიური რეაქციების ტოლობის დაწერა და ტრადიციულად იქნება გამოთვლითი ტიპის დავალებები", - აღნიშნავს ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, აბიტურიენტებს გამოცდაზე დამხმარე მასალა დაურიგდებათ.

„აბიტურიენტებს რომლებიც ქიმიის გამოცდაზე გამოვლენ დაურიგდებათ დამხმარე მასალა, რომლითაც შეეძლებათ გამოცდაზე სარგებლობა. ეს არის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი, ხსნადობის  და ასევე მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური ცხრილი.

აბიტურიენტებს ვურჩევ, ყურადღებით წაიკითხონ ამოცანის ინსტრუქცია, გაიაზრონ მოცემულობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ სწორი პასუხის მოძიება.

დავალებებში, სადაც საჭიროა ქიმიური რეაქციების ტოლობის შედგენა, აბიტურიენტები ხშირად შეცდომას უშვებენ კოეფიციენტების შეცვლაში; ამიტომ  ვურჩევდი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტორს. ასევე ხშირად, შეცდომები  ამოცანებში არითმეტიკული ამოხსნისას, ამიტომ  ვთხოვ, იმუშაონ მშვიდად და ნუ დაუშვებენ ისეთ, შეცდომებს, რომელიც შეფასებაზე იმოქმედებს“,- განაცხადა გია ხატისაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
მოსწავლეებმა საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სიწმინდე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება