სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

15 კითხვა და 15 პასუხი: მასწავლებელთა გამოცდაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს „ნაეკი“ პასუხობს
08-04-2020
-
+


მას შემდეგ, რაც მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, დაინტერესებული პირები კითხვებით მიმართავენ. გამოცდაზე გასვლის მსურველები ინტერესდებიან, როგორც სარეგისტრაციო პროცესის, ასევე ტესტირებასთან დაკავშირებული დეტალებით. 

გთავაზობთ, ყველაზე ხშირად დასმული კითხვებზე „ნაეკის“ პასუხებს. 

-    მასწავლებლობის მსურველს უწევს მხოლოდ ერთი საგნის ჩაბარება? და შემდგომ უნდა გაიაროს თუ არა ერთწლიანი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა?
-    თუ დიპლომის მიხედვით გაქვთ პედაგოგიური საქმიანობის უფლება, მაშინ მხოლოდ საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება საკმარისია.

-    მაქვს ბაკალავრის ხარისხი არა პედაგოგიური მიმართულებით, მაინტერესებს თუ შემიძლია ჩავაბარო და გამოვიყენო რომელიმე საგნის გამოცდა და ამ საგანთან ერთად თუ არის სავალდებულო , ასევე, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებაც? 
-     მხოლოდ საგნის გამოცდა შეგიძლიათ ჩააბაროთ. საგნის არჩევაში შეზღუდული არ ხართ.

-    მაინტერესებს რამდენჯერ მაქვს გამოცდაზე გასვლის უფლება თუ პირველივე გასვლაზე ვერ ჩავაბარე გამოცდა? არ ვარ მოქმედი მასწავლებელი, დიპლომში მიწერია ფილოლოგი და აკმაყოფილებს თუ არა მასწავლებელთა მაძიებლის კატეგორიას თუ გამოცდის ჩაბარების შემდეგ კიდევ მჭირდება რამის გავლა?
-    არ ხართ შეზღუდული. ყოველ წელს შეგიძლიათ დაადასტუროთ კომპეტენცია. შედეგის გამოყენების დეტალები გაარკვიეთ მასწავლებლის სახლში.

-  მაქვს მოწვეული მასწავლებლის სტატუსი და 2 წლის ვადაში 60 კრედიტიანი პროგრამა უნდა გავიარო. თუმცა შემიძლია თუ არა რომ ახლა გავიდე მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე?
-    მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს ევალებათ დაადასტურონ პროფესიულ უნარებში კომპეტენცია.

-    გამოცდაზე გადასალახი ბარიერი წელს იგივე იქნება? 
-    მინიმალური გამსვლელი პროცენტული ზღვარი, ყოველ წელს მინისტრის ბრძანებით მტკიცდება, გამოცდების განრიგის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე.

-    მაქვს ბაკალავრის ხარისხი,ქართული ფილოლოგიის და გამოცდის ჩაბარების შემდეგ,ერთწლიანი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის გავლა აუცილებელია?
-    თუ დიპლომის მიხედვით გაქვთ პედაგოგიური საქმიანობის უფლება, 60 კრედიტიანი პროგრამის გავლა არ მოგიწევთ. დეტალებისთვის მიმართეთ "მასწავლებლის სახლს".

-    მაინტერესებს რა განხრითაც გვსურს გამოცდის ჩაბარება, აუცილებლად იმ განხრით უნდა გვქონდეს აღებული დიპლომი?
-    არ არის აუცილებელი.

-    მოქმედ უფროს მასწავლებელს თუ აქვს უფლება, სხვა საგნის კომპეტენცია დაადასტუროს?
-    დიახ, არ ხართ შეზღუდული.

-    პირს,რომელიც 1 წელია აღარ არის მოქმედი მასწავლებელი შეუძლია თუ არა მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება? დიპლომის მიხედვით აქვს სწავლების უფლება.
-    დიახ, თქვენ მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება გევალებათ. პროფესიულ უნარებში პრაქტიკოსი მასწავლებლები ადასტურებენ კომპეტენციას.

-    იმ შემთხვევაშიც თანხაა გადასახადი როდესაც უფროს მასწავლებელს ისევ თავის საგანის გამოცდაზე უნდა გასვლა უმაღლესი კომპეტენციის დადასტურების მიზნით?
-    დიახ, თუ პრაქტიკოსი არ ხართ.
    
- რომელმა მასწავლებლებმა არ უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური? მაძიებელმა მასწავლებლებმაც უნდა გადაიხადონ გამოცდის საფასური?
-    რეგისტრაციის საფასურს იხდის ყველა გარდა პრაქტიკოსი მასწავლებლისა. პრაქტიკოსი მასწავლებლები რეგისტრირდებიან გადასახადის გარეშე.

-    გამოცდების თარიღი თუ არის ცნობილი სავარაუდო მაინც?
-    გამოცდების განრიგი ყოველ წელს ივნისის თვეში მტკიცდება.

-    როდის იქნება ეს გამოცდები? ჯერ არ იცით დრო?
-    გამოცდები ყოველ წელს ივლისის თვეში ტარდება. განრიგი კი ივნისის თვეში ქვეყნდება.

-    სახლში პრინტერი არ მაქვს, ვერ ამოვბეჭდავ განაცხადს, რა ფორმით უნდა შევინახო, მხოლოდ დამახსოვრებაზე დაწკაპუნებით?
-    შეგიძლიათ მხოლოდ დაიმახსოვროთ. ამობეჭდვა სავალდებულო არ არის.

-    თუ კი კომბინირებულად ვაბარებ ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას ქულები ერთად დაჯამდება სამივე საგნის თუ ცალკე უნდა გადავლახო თითოეულში ბარიერი?
-    ყველა საგანს აქვს თავისი ბარიერი რომელიც აუცილებლად უნდა გადალახოთ იმისათვის, რომ ჩარიცხვის კონკურსში მიიღოთ მონაწილეობა.

ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს ონლაინ კონსულტაციებს ყოველ ხუთშაბათს 13:00-დან 17 საათამდე სთავაზობს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება