სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„ქალაქობანა“ - თამაში „90-იანი“ წლებიდან
20-06-2018
-
+


21-ე საუკუნეში ადამიანები ინტერნეტდამოკიდებულები გახდნენ. თამაშები, რომელსაც ე.წ ''90-იანი'' წლების ბავშვები აქტიურად თამაშობდნენ, დავიწყებას მიეცა. ერთ-ერთი ასეთია - ''ქალაქობანა''. 

ალბათ, ყველას გახსოვთ ეს თამაში და მასთან დაკავშირებული სიტყვები ''დახაზე'', ''ჩამოხაზე'', ''სტოპ'', ''ფრინველი დაწერე?'', "რა დაგრჩათ?'', ''აა, მივხვდი, სტოპ!'' 

თამაშის პრინციპი:

''ქალაქობანას'' თამაშის დროს ორი ან რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ცოდნის სწრაფად გამოვლენაში ეჯიბრება. ფურცელზე ჰორიზონტალურ ხაზზე ჩამოწერილია ქალაქი, სოფელი, სახელი, გვარი, ცხოველი, ფრინველი, მცენარე და ჯამი.    

ერთ-ერთი მონაწილე ფურცლის კიდეში იწყებს ხაზების დასმას, თითოეული ხაზი ანბანის თითო ასოს აღნიშნავს.

როგორც ფოტოზეა მოცემული. 


ანუ ამ შემთხვევაში თამაში იწყება ასოზე. მონაწილეები ასოზე დაწყებულ ქალაქს, სოფელს, სახელს, გვარს, ცხოველს, ფრინველსა და მცენარეს რაც შეიძლება სწრაფად წერენ შესაბამისს გრაფაში.    




ვინც პირველი დაამთავრებს შევსებას, წამოიძახებს სიტყვას  - ''სტოპ!''    

ქულების დაწერის პრინციპი:

5 ქულა
- თუ ყველა მონაწილეს ერთი და იგივე სიტყვა უწერია. 10 ქულა - თუ ყველა მონაწილეს განსხვავებული სიტყვა უწერია. 20 ქულა - თუ მხოლოდ ერთმა მონაწილემ გაიხსენა ასოზე დაწყებული სიტყვა.    

მონაწილეებს შორის ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გამარჯვებულიც სწორედ ის იქნება.  

შენიშვნა* 

ასეთია თამაშის ძირითადი წესები. წესებში ცვლილებების შეტანა მონაწილეების შეთანხმების შედეგად ხდება. (შეიძლება სიტყვების გრაფაში დაემატოს ქვეყანა, მდინარე, ყვავილი... ასევე, შეიძლება ქულების დაწერის პრინციპიც შეიცვალოს.)

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

შეხვედრის მიზანი იყო ​მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ისტორიული მეხსიერების გაღვივება

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა ეკა ჩაბაიძემ

მოსწავლეებმა ერთმანეთს ცოდნა და შთაბეჭდილებები გაუზიარეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება