სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლების საყურადღებოდ - ახალი მანდატურები შეგემატებათ
08-04-2026
-
+


​მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით გაიარეს. შედეგად, თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებს 34 ახალი მანდატური შეემატა.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულება კანდიდატებს მანდატურის სამსახურის უფროსმა პავლე მაჭარაშვილმა და აკადემიის რექტორმა სოფიო აბულაშვილმა მიულოცეს.

პავლე მაჭარაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის საქმეში მანდატურთა მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრა.

მანდატურობის კანდიდატებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ინტენსიური მოსამზადებელი კურსის ფარგლებში გაიღრმავეს ცოდნა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია, მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა, ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება