სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

9 ოპტიმისტური ფაქტი კორონავირუსზე
09-05-2020
-
+


კორონავირუსის საფრთხემ მთელი მსოფლიო მოიცვა. თუმცა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ამ ვითარებაშიც კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს:

ვიცით, რა არის ის

ვუჰანში ძლიერი პნევმონიის მიზეზი რამდენიმე დღეში იყო იდენტიფიცირებული. დაავადების ვირუსული ხასიათის გამოცხადებიდან მალევე კი მეცნიერებმა ვირუსის გენომის შესწავლა შეძლეს. მაგალითად, აივ ინფექციის იდენტიფიცირებას 2 წელი დასჭირდა მას შემდეგ, რაც 1981 წელს ის პირველად გამოჩნდა.

გვაქვს სადიაგნოსტიკო ტესტები

კორონავირუსის გავრცელებიდან მალევე ხელმისაწვდომი იყო პირველი საიმედო ტესტი, რომელიც ვირუსოლოგებმა შექმნეს.

ეს შეჩერებადი ინფექციაა

ჩინეთის მიერ შემუშავებულმა დრაკონულმა ზომებმა და მასობრივმა კარანტინმა ეფექტურად იმუშავა. ჩინეთში სულ უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება და კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც საგრძნობლად მცირდება.

სიფრთხილის სათანადო ზომების დაცვით დაინფიცირება არცისე ადვილია და შეიძლება ის თავიდან აირიდოთ

ხშირი და სათანადო ხელის დაბანა ეფექტური საშუალებაა ვირუსის გადაცემის შესაჩერებლად. სპირტი, წყალბადის ზეჟანგი ან ანტისეპტიკური საშუალებები მნიშვნელოვნად აგარიდებთ საფრთხეს.

იმისთვის, რომ დაინფიცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ, უნდა ცხოვრობდეთ ან პირდაპირი კონტაქტი გქონდეთ დაინფიცირებულთან, უნდა იყო მასთან კონტაქტში 15წთ-ზე დიდხანს და 1 მეტრის დისტანციაზე.

უმეტეს შემთხვევაში, სიმპტომები მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო ახალგაზრდები შედარებით იშვიათად ავადდებიან

დაინფიცირებულების 80%-ში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს, 20 წლამდე ასაკიანებში შემთხვევების მხოლოდ 3% ფიქსირდება, ბავშვები კი პრაქტიკულად არ ავადდებიან.

ვირუსის შემდეგ ადამიანები გამოჯანმრთელდნენ

ყოველდღე ათასობით ადამიანი მსოფლიოში ინფექციისგან იკურნება.

კორონავირუსზე ასობით სამეცნიერო სტატია დაიწერა

ვირუსის აღმოჩენიდან დღემდე უამრავი სამეცნიერო შრომა ჩატარდა. ძირითადი თემებია ეპიდემიოლოგია, ვაქცინები, თერაპია და დაავადების კლინიკური მახასიათებლები.

ვაქცინის პროტოტიპი არსებობს

ბევრი ფარმაცევტული გიგანტი (Sanofi, Moderna, Inovio, Novavax) და აკადემიური ჯგუფი უკვე მუშაობს ვაქცინაზე. ახლა მათი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასებას უნდა დაველოდოთ.

მკურნალობის ათობით მეთოდი იტესტება

ათობით კლინიკური ტესტირება დაიწყო ანტივირუსული თერაპიის ეფექტურობის შესახებ. ფასდება პრეპარატები, რომლებიც ებოლასა და აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება