სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

''2 წლამდე ბავშვი ტელევიზორს საერთოდ არ უნდა უყურებდეს!'' - რა საფრთხეებზე საუბრობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
07-07-2017
-
+


რა გავლენას ახდენს ვირტუალური სამყარო ადამიანზე, რას ნიშნავს ინტერნეტდამოკიდებულება და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ტელე-რადიო კომპანია ''თრიალეთის'' პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

''ვირტუალ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ხშირად აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. 2 წლამდე ბავშვი ტელევიზორს საერთოდ არ უნდა უყურებდეს. 2-იდან 5-წლამდე შეიძლება 10 წუთით ჩავურთოთ მას ტელევიზორი, შემდეგ 15 წუთით, დრო ნელ-ნელა გავზარდოთ ნახევარ საათამდე, ზოგადად კი ბავშვი ტელევიზორს ერთ საათზე მეტს არ უნდა უყურებდეს. ვირტუალური სამყარო არის მათთვის რეალური და რეალური სამყარო არის აბსოლიტურად გაუგებარი რამ.   

ბავშვებს და მოზარდებს კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობების უნარი დაერღვათ. სოციოფობები ასეთი სიხშირით კაციობრიობის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა. ადამიანმა თავისი ქცევა უნდა არეგულიროს. ეს დროსთან უერთიერთობის უნარსაც ჩამოუყალიბებს და შემდეგ ნებისყოფასაც გაუძლიერებს.   

თავიდან ადამიანი თუ 2 საათზე იძინებდა, დაიძინოს 1 საათზე, მერე 12 საათზე, მერე 11 საათზე. დილით თუ მაღვიძარას საშუალებით ვერ იღვიძებს, მშობელს სთხოვოს რომ გააღვიძოს. თავის თავს წინასწარ უნდა მისცეს გარკვეული დავალება.   

ბავშვები იძინებენ აიპადთან, აიფონთან ერთად. მოზარდებს მათ გარეშე აღარ შეუძლიათ. რამდენიმე დღეა საჭირო, რომ მოზარდები ამას გადაეჩვიონ. ამისათვის საძინებელ ოთახში საერთოდ არ უნდა შეიტანონ საკომუნიკაციო საშუალებები. არაფრით არ შეიძლება ყურსასმენებით, მუსიკის ქვეშ დაძინება. ნელ-ნელა უნდა დაიწყონ ადამიანებმა დისტანცირება და ინტერნეტდამოკიდებულებისგან გათავისუფლება.  

აშშ-ში ფსიქიატრიულ ლექსიკონში შეიტანეს ინტერნეტდამოკიდებულება, ისევე როგორც თამაშდამოკიდებულება, წამალდამოკიდებულება. ეს არის ურთულესი პრობლემა.  
 
დისტანცირება უნდა მოვახდინოთ ტექნიკისგან და დავინახოთ, რომ გაზაფხული მოვიდა, შეიმოსნენ ხეეები, შემდეგ მოვიდა ზაფხული, უკვე დამწიფდა ალუბალი, ჩიტებმა ჭიკჭიკს მოუმატეს, დავინახოთ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან და ადამიანური უერთიერთობები ნელ-ნელა ეტაპობრივად წინ წამოვწიოთ. გადავდოთ გვერდზე ის ტექნიკა, რომელმაც ჩვენ დაგვიპყრო, ოღონდ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს.’’ 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება