სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

ნინო შეყელაძე: „მინდოდა, ფერეიდანში ქართული ენა მესწავლებინა“
06-03-2020
-
+


ნინო შეყელაძე დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში წლებია მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, თუმცა, როგორც თავად გვითხრა, პროფესიის არჩევანი დიდმა სურვილმა განაპირობა - ფერეიდანში ქართული ენა ესწავლებინა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მშობლიურ ენასა და ლიტერატურას შეალია ცხოვრება და საბოლოოდ ქალბატონი ნინოს ოცნება ოცნებადვე დარჩა - ახლა უკვე გვიანიაო, მითხრა და Etaloni.ge-სთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დაიწყო:

- ალბათ ცოტა უცნაურად მოგეჩვენებათ ჩემი სურვილი, მაგრამ ძალიან მინდოდა, ფერეიდანში ქართული ენა მესწავლებინა. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რთული იქნებოდა.

- თუმცა ალბათ მაშინ ამაზე არც გიფიქრიათ, ქალბატონო ნინო...

- რა თქმა უნდა, მსგავსი არაფერი მიფიქრია... თუმცა მაშინაც და ახლაც - „შორია გურჯისტანამდე“; თუმცა სხვა რამეზეც ვოცნებობდი.

- მაგალითად?

- ჟურნალისტობაზე, კავკასიურ ენებზე, საბოლოოდ კი მაინც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას მივუძღვენი თავი. ბავშვებს მხოლოდ ერთხელ გავუმხილე მაშინდელი სურვილი: წერილს ვსწავლობდით და სამწუხაროდ, ახალმა თაობამ ნაკლებად იცის, რა ემოციების გამოწვევა შეუძლია წერილს... სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ჩემთვის წერილები მოეწერათ, ისევე, როგორც მე მივწერდი მათ; თუმცა კლასის დამრიგებელს ვთხოვე, მოსწავლეებისთვის ჩემი წერილი წაეკითხა. ბავშვებმა ყურადღებით მოუსმინეს და ბოლოს ტაში დაუკრეს.

- არადა, გურჯისტანამდე მართლაც შორია.

- ... შესაძლოა, ბევრი რამ გაუფერულდა იმ პერიოდთან შედარებით.

- თავად როგორი მოსწავლე იყავით?

- ვფიქრობ, კარგი მოსწავლე ვიყავი,თუმცა როგორც ყველა, მეც ვაწყობდი ხოლმე ოინებს. ბავშვი ხან კარგად იქცევა, ხან - ცუდად და დღეს ყველაზე კარგად მესმის იმ მასწავლებლების.

- თაობებს შორის დიდი განსხვავებაა?

- ახლა მე-12 კლასი მყავს, რომლებსაც ძნელად აღსაზრდელები შევარქვი. ეტყობა, მოეწონათ და გამაფრთხილეს, ეს სახელი სხვას აღარ დაუძახოო, აპირებენ ტორტსაც დააწერონ „ძნელად აღსაზრდელები“.

- მოსწავლეებთან მკაცრი ხართ?

- გააჩნია, როგორ მჭირდება იარაღად. ალბათ, წლების წინ უფრო მკაცრი ვიყავი, თუმცა ფაქტია - ბავშვებთან კონფლიქტი არასოდეს მქონია და არც მათ ჰქონიათ ჩემთან.

- მშობლიური ენის სიყვარულს როგორ ასწავლით თქვენ მოსწავლეებს, ქალბატონო ნინო?

- მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელ თაობას წიგნი არ უყვარს, მაინც ვცდილობთ რაღაცები წავაკითხოთ, მე კი, გულწრფელად გეტყვით, მიდგომას - გინდა თუ არა, წიგნი წაიკითხე - ძალადობას უფრო ვუწოდებ. მოსწავლემ საკუთარი ნებით უნდა წაიკითხოს წიგნი.

- როგორ დავაინტერესოთ, ესაა საკითხავი?

- ერთ ამბავს გიამბობთ - უმცროს ძმებს ვუკითხავდი „უსახლკაროს“ და შევწყვიტე საინტერესო ადგილას... მართალია თვითონ არ განაგრძეს კითხვა, მაგრამ იმდენად დაინტერესდნენ, ბოლომდე წამაკითხეს. ბავშვებს ისე უნდა მივაწოდოთ, რომ დაინტერესდნენ, თუმცა ისეთიც ბევრია, კითხვა ძალიან რომ უყვარს და ბევრსაც კითხულობენ.

- როგორც პედაგოგი, ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომას რამდენად გრძნობთ?

- დღეს მთის გამოწვევა ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციაა, რაც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ დასრულდება. მთა უნდა გავამაგროთ, მთის გარეშე ბარი ვერ იარსებებს, ცარიელი მთა კი ძალიან ცოდოა. აქ რასაც ვხედავ, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჩვენთვის; მეც უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს მერს, თამაზ მეჭიაურს, რომელიც მუდმივად ცდილობს, შესაძლებლობების ფარგლებში მხარში დაგვიდგეს. ეს თანადგომა ყველაფერში იგრძნობა, თუნდაც იმაში, რომ ჩვენი სკოლა მცირებიუჯეტიანია და ყველაფერში მაქსიმალურად გვეხმარებიან. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება