სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ინფორმაცია, რომელიც ყველა აბიტურიენტს გაახარებს
05-07-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტების დიდი ნაწილი საგამოცდო ცენტრებში გაუსაძლისი სიცხის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა. 

ზოგადი უნარების გამოცდა 6 და 7 ივლისს ჩატარდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით Etaloni.ge გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსს დოდო გვაზავას დაუკავშირდა. მისი თქმით, 6 და 7 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით 24-იდან 29 გრადუსამდე იქნება:

"საქართველოში ნარჩუნდება არამდგრადი ამინდი. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. დროგამოშვებით ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია სეტყვა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოს მასშტაბით 24-იდან 29 გრადუსამდე იქნება."

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ სჭირდებათ კონდიცირების სისტემები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზაფხულში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი:

''გამოცდები ტარდება სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების შენობებში, სადაც არ არის კონდიცირება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ სჭირდებათ კონდიცირების სისტემები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზაფხულში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. ცენტრი იყენებს ამ შენობებს საგამოცდოდ, რადგან არ აქვს სხვა ალტერნატიული ვარიანტი, სადაც მოხერხდებოდა 10 000-მდე ადამიანის ერთდროულად ისეთ სივრცეებში განთავსება, რომლის გაგრილებაცაა შესაძლებელი.''     
 
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, მომავალი წლისთვის შეეცდებიან კონდიცირების პრობლემის მოგვარებას:

"მომავალი წლიდან შევეცდებით, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირება იყოს."  

''ძალიან დიდ უნამუსობას აკეთებთ, ასეთ მნიშვნელოვან გამოცდაზე ასეთი რამ არ შეიძლება!'' - უკმაყოფილო აბიტურიენტთა გამოხმაურებები სოციალური ქსელით

სიცხისგან გულწასული გულშემატკივარი - გამოცდები 2017

''მომავალი წლიდან შევეცდებით, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების პრობლემა მოვაგვაროთ'' - ალექსანდრე ჯეჯელავა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება