სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ძალიან დიდ უნამუსობას აკეთებთ, ასეთ მნიშვნელოვან გამოცდაზე ასეთი რამ არ შეიძლება!'' - უკმაყოფილო აბიტურიენტთა გამოხმაურებები სოციალური ქსელით
04-07-2017
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. აბიტურიენტების ნაწილი საგამოცდო ცენტრებში არსებული პირობებით უკმაყოფილოები არიან და თავიანთ უკმაყოფილებას სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავენ. 

იხილეთ უკმაყოფილო აბიტურიენტთა გამოხმაურებები.

''რომელ გამოცდებზეა საუბარი? რაც დღეს იყო? უპასუხისმგებლობის ზეიმი გტანჯავთ. აბიტურიენტებს უმნიშველო ხელშეწყობაც კი არ გვაქვს ....დაწყებული კალმით, რომლითაც ორი წინადადება ვერ გადავაბი ნორმალურად და შემდეგ გასწორებისას, რომ ვერ წაიკითხავთ კიდე ჩვენი ბრალი იქნება )))...დამთავრებული ,,ერთჯერადი ცხვირსახოცითა და მექანიკური საათის შეტანით მაინც...არაფერს ვამბობ 43 გრადუსს სიცხეში რომ ვისხედით 4 საათი და 15 წუთი ...როდის ეღირსება აბიტურიენტს ნორმალურად და ადამიანურად გამოცდის ჩაბარება ... მართლა მაინტერესებს ...)))^^^ თუ მარტო მე მაქვს ესეთი პრეტენზია და თუ რაიმეს არასწორს ვამბობ ბოდიშს ვიხდი ^^^ განათლების სამინისტროს წინაშე))).''

''სამარცხვინოები ხართ!!!! თქვენი ბანძი კალმებით როგორ უნდა წეროს ადამიანმა? სპეციალურად აკეთებთ მგონი, ყოველ წელს ერთნაირი პრობლემა აქვთ აბიტურიენტებს ამის გამო, ელემენტარულის უზრუნველყოფა რომ არ შეგიძლიათ ძააააალიან დიდი მარაზმია))) ისედაც ამდენი ფული შემოგდით და აიიი 20 თეთრიანი "პასტა" როგორ გაგიჭირდათ?''

''ძალიან დიდ უნამუსობას აკეთებთ, ასეთ მნიშვნელოვან გამოცდაზე ასეთი რამ არ შეიძლება. არ ვიძახი იმ ფაქტზე რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში უწევთ ტესტების დაწერა ბავშვებს და ამ ყველაფერს კიდე ემატება ის რომ ელემენტარული საწერი კალმები ვერ მოახერხეთ რომ წესიერო ყოფილიყო. ისედაც დაძაბულ ბავშვებს კიდევ უფრო უმატებთ სანერვიულოს. უსინდისობაა როდესაც ხაზებს შორის დაშორება უფრო პატარაა ვიდრე საწერი კალმის stroke. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის პირადად საწერი კალმის პრობლემა იყო და დარწმუნებული ვარ ასეთ სიტუაციაში იყო დანარჩენი 39 000 კაცი, კალამი არ უნდა გიწყვეტდეს თუ როგორ დაწერ გამოცდას სირცხვილია და უდიდესი ირონიაა თქვენი მხრიდან.''


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება