სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გაერთიანების ინიციატივით სკოლებს შორის დებატები ჩატარდა
02-03-2020
-
+


გორის N12 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა გაერთიანების - D.S.A. (debate students asosiation) ინიციატივით სკოლებს შორის ბრიტანული სტილის საპარლამენტო დებატები ჩატარდა. 

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, არგურმენტირებული მსჯელობით ედებატათ და კონკრეტულ თემაზე საკუთარი აზრი დაემტკიცებინათ.

კონკურის მიზანია, მოსწავლეებმა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები გაიუმჯობესონ, საკუთარი მოსაზრების წარდგენა და არგუმენტირებული მსჯელობით პოზიციის დაცვა შეძლონ.

კონკურსის პირობები:

• კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ გორის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX – XI კლასის მოსწავლეები.
• მოსწავლემ მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.

სარეგისტრაციო ველის შევსების შემდეგ თითოეულ აპლიკანტი განიხილება და მონაწილეებს შეარჩევენ გაერთიანების ხელმძღვანელები, რომლის შემდეგადაც გამოვლინდება 16 მონაწილე.

დებატები ჩატარდება სამ ეტაპად:

• I ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს რვა მონაწილე (ოთხი წყვილი) და გამოვლინდება საუკეთესო მოდებატე მხარე.
• II ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს კიდევ რვა მონაწილე საიდანაც აგრეთვე შეირჩევა საუკეთესო მოდებატე მხარე.
• III ეტაპად ჩატარებული დებატების შემდეგ ოთხი საუკეთესო წყვილიდან გამოვლინდება გამარჯვებული მოდებატე მხარე და 2 საუკეთესო მონაწილე.

გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

შეფასების კრიტერიუმები:

1. დროის ლიმიტი (5 წუთი)
2. არგუმენტების რაოდენობა (მინიმუმ 3)
3. ორატორული უნარები
4. მოწინააღმდეგის არგუმენტის გაბათილების და საკუთარის დასაბუთების უნარი.

პროექტში მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამარჯვებულ წყვილს პარტნიორებისაგან დაწესებული პრიზები.

მოსწავლეებს კონკურსის მოწყობაში დახმარება გაუწია სკოლის ადმინისტრაციამ, გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ფემინისტი ქალები" გორის სასწავლო უნივერსიტეტმა, გორის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა.

"მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერ ორგანიზაციას და სკოლებს მონაწილეობისათვის", - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება