TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აფხაზურ ენას სწავლობენ
20-02-2020
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აფხაზურ ენას სწავლობენ. აფხაზური ენის გაკვეთილებზე დასწრების სურვილი ბავშვებმა თავად გამოხატეს.

ყველა მოსწავლეს თავისი მიზეზი აქვს, თუ რატომ დაიწყო აფხაზურის ენის სწავლა.

მოსწავლეების თქმით, მათ სოფელში ცხოვრობენ როგორც აფხაზები, ასევე ქართველები და მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. მოსწავლეები ხალისით ეუფლებიან აფხაზურ ენას და ამბობენ, რომ მათ ენის ცოდნა აფხაზ ნათესავებთან და მეგობრებთან კომუნიკაციაში ეხმარება.

„აფხაზეთი, როგორც აჭარა, ჩვენი ტერიტორიაა და მინდა, რომ ისევ ჩვენი იყოს“,- ამბობს ფერიის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ნათელა დუმბაძემ შეუწყო ხელი.

„აფხაზურ-ქართულ ურთიერთობათა მარათონს საფუძველი აჭარაში ჩაუყარა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის სოროპტიმისტ-ინტერნაციონალის დამფუძნებელმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, საპატიო ბათუმელმა ქალბატონმა ნათელა დუმბაძემ, რომელმაც ნამდვილად გააღვიძა ჩვენი ურთიერთობები საქართველოში მცხოვრებ აფხაზებთან“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება