სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 სკოლის ფიზიკის პედაგოგი ეთერ ხაბაზი ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში სტაჟირებას გაივლის
18-02-2020
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგმა ეთერ ხაბაზმა აჭარის განათლების ფონდის მიერ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

სკოლა პედაგოგს წარმატებას ულოცავს. 

„ეთერ ხაბაზს ვულოცავთ აჭარის განათლების ფონდის მიერ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ, ვფიქრობ სტაჟირების პერიოდი იქნება მეტად საინტერესო“, - აღნიშნულია სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.

2020 წლის 14 თებერვალს აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლში) ინდივიდუალური განრიგის შესაბამისად ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად გამოცხადებული შესარჩევი კონკურსის მე-2 ეტაპი - გასაუბრება.

გასაუბრებაში მონაწილეობდა ექვსი კანდიდატი , რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი.

კანდიდატები ფასდებოდნენ მათთვის ცნობილი კრიტერიუმებით, რომელიც წინასწარ იყო გამოქვეყნებული იყო ორგანიზაციის საიტზე.

საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:

ირაკლი თავბერიძე - აჭარის განათლების ფონდის დირექტორი/კომისიის თავმჯდომარე; ლალი ლომთათიძე - დირექტორის მოადგილე; ზურაბ ბერია - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფიზიკის სპეციალისტი; მადონა ჯაიანი - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; მინდია ნაკაშიძე - აჭარის განათლების ფონდის იურისტი; თინათინ ციცხვაია - აჭარის განათლების ფონდის კოორდინატორი.

CERN-ში სტაჟირებისთვის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის კომპეტენტურად და ობიექტურად ჩატარების მიზნით, დამკვირვებლის სტატუსით გასაუბრებას ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრიდან.

კონკურსანტებთან გასაუბრების შემდეგ გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

  1. ეთერ ხაბაზი (სსიპ ბათუმის №20 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი)
  2. მალხაზი დიმიტრაძე (ხულოს მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).
  3. ნაირა მახარაძე (ქობულეთის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი).

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire) ფიზიკის მასწავლებელთა ერთკვირიანი სტაჟირება განხორციელდება 2020 წლის 15 - 21 მარტს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება