| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ვინც“ თუ „რომელიც“? - ამ წევრ-კავშირების გამოყენებისას ძალიან ხშირია შეცდომები. არსებობს გრამატიკული წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მსგავსი წინადადებების წარმოთქმისას.
მოცემული ოთხი წინადადებიდან ორი გრამატიკულად არასწორია.
თქვენი აზრით, რომელია სწორი?
შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა.
შენ ხარ ის ადამიანი, ვინც კარგად იცის, რა უნდა.
..............................................................................
შენ ხარ ის, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა.
შენ ხარ ის, ვინც კარგად იცის, რა უნდა.
რომელი წინადადებებია სწორი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავუშვათ გრამატიკული შეცდომები? - პასუხი შემდეგია:
შეგახსენებთ, რომ „ვინც“ და „რომელიც“ წევრ - კავშირებია. წევრ - კავშირს კი ვუწოდებთ ისეთ სიტყვას, რომელიც წინადადების წევრიც (ამ შემთხვევაში ქვემდებარე) არის და კავშირიც. სწორედ ამიტომ ეწოდება მას ორმაგი სახელი.
თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა მხოლოდ ნაცვალსახელითაა გადმოცემული, წევრ - კავშირად უნდა გამოვიყენოთ „ვინც“ (ის-ვინც ან ის-რაც).
სწორია: შენ ხარ ის, ვინც კარგად იცის, რა უნდა.
თუ მთავარი წინადადების ასახსნელი სიტყვა არსებითი სახელია, მაშინ წევრ-კავშირად უნდა გამოვიყენოთ „რომელიც“.
სწორია: შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის, რა უნდა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას