სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს ერთ ჯგუფში? - ჯგუფური მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები
05-03-2020
-
+


ჯგუფური მუშაობა მასწავლებლებისთვის ნაცნობი მეთოდია. მას მოსწავლის ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით აქვს თავისი უპირატესობები. თუმცა ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა შეიძლება, მასწავლებლისათვის რთული აღმოჩნდეს.

რა დადებითი მხარეები აქვს ჯგუფურ მუშაობას და რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს?

ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით ჯგუფურ მუშაობას რამდენიმე მთავარი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ჯგუფური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას. მოსწავლეებს უფრო რთული დავალების გადაჭრა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რაც მოსწავლეს ინდივიდუალურად შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, მთელ ჯგუფს ერთად გაცილებით მეტი რესურსი აქვს დავალების შესასრულებლად, ვიდრე ჯგუფის თითოეულ წევრს ცალ-ცალკე.

ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს თანაგრძნობის უნარსაც უვითარებს.  ის სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას, აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები. ჯგუფში მუშაობის დროს პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას მოსწავლე ეჩვევა სხვისი შეხედულების გათვალისწინებასაც.

მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის სწორი დაგეგმვა, საჭირო რესურსების მომარაგება და დროის განაწილება.

რამდენი მოსწავლე შეიძლება იყოს ერთ ჯგუფში?

ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა დამოკიდებულია კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობაზე, სივრცის, მერხების განლაგების შესაძლებლობასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ სასურველია ჯგუფში შვიდზე მეტი მოსწავლე არ იყოს, რადგან უფრო დიდ ჯგუფებში მოსალოდნელია, რომ ზოგიერთი მოსწავლე პასიურად იჯდეს და მასწავლებელმა ვერ შეამჩნიოს, ხოლო პატარა ჯგუფებში აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება ნაკლები იყოს.

ჯგუფური მუშაობის უარყოფითი მხარეები 

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფური მუშაობა სწავლების პროცესში ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, მას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფური მუშაობის უარყოფითი მხარეები მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:  

  • ჯგუფური მუშაობის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე სწორედ მისი თანამშრომლობითი ხასიათია. ამგვარი ტიპის მუშაობა ნაკლებად უწყობს ხელს დამოუკიდებლად სწავლას.
  • ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რომლის მოსაზრება მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფის სხვა წევრებისათვის, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ჯგუფის ლიდერზე ზედმეტი დამოკიდებულება და მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება. 
  • ჯგუფური მუშაობისას, შესაძლოა, მოსწავლემ განზრახ არ მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესში და სხვების მიერ შესრულებული საქმით გავიდეს ფონს. ამიტომ ჯგუფური მუშაობისას რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება.
  • იმ შემთხვევაში, როცა ჯგუფის რომელიმე წევრს არასწორი ინფორმაცია აქვს, შესაძლოა, მოხდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯგუფში. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როცა ამ მოსწავლეს ლიდერის ფუნქცია აქვს ჯგუფში და ავტორიტეტად ითვლება.

ჯგუფური მუშაობის პროცესის მართვა მასწავლებლისათვის რთული რომ არ აღმოჩნდეს, აუცილებელია, პედაგოგმა ნათლად განსაზღვროს ინსტრუქციები, ასევე მზად ჰქონდეს საჭირო რაოდენობის დავალებები, რომლებიც ისე იქნება შერჩეული, რომ ხელს შეუწყობს ჯგუფში კონსტრუქციულ ურთიერთობებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება