სიახლეები
ინტერვიუ

ხვიჩა მაღლაკელიძე: „დღეს მასწავლებელს საერთოდ არაფრის უფლება არ აქვს, მოსწავლესაც ვერ უსაყვედურებს“
16-02-2020
-
+


ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მე მიყვარს, ძალიან კარგად გრძნობს თავს; კმაყოფილია და არ მთხოვს, ხუთი ლარი მასესხეო“, - ასე დაიწყო Etaloni.ge-სთან ინტერვიუ ხვიჩა მაღლაკელიძემ, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მისი ცხოვრება გიტარა და ჩქარი ტაში ნამდვილად არ ყოფილა და არც საკუთარი ბავშვობის პერიოდი მიაჩნია ბედნიერების პიკად. როგორ მოხვდა არშემდგარი ასტროლოგი უცხო ენათა ფაკულტეტზე, როგორ შეიჭრა მუსიკა მის ცხოვრებაში, ხვიჩა მაღლაკელიძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბოლო პერიოდში, იცით, რას მივხვდი? - ყველაზე მაგრად უნდა იყოს საახლობლო, რადგან ასე შენ მშვიდად იქნები... დადებითი ემოციების გაზიარება როცა გინდა და ამ დროს პასუხად იღებ მჭმუნვარე სახეს, ფიქრობ - ვის რა ჯანდაბად სჭირდება ეს ყველაფერი?!

- ზოგადად, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ბატონო ხვიჩა...

- მინდოდა, ასე ყოფილიყო, მაგრამ არ გამომდის... პირიქით, სხვისი ჭირი ჩემთვის დიდი ღობეა.

- ბავშვობაშიც ასეთივე დიდი იყო ეს „ღობე“?

- ჩემს ბავშვობაზე რა გითხრათ... სულ ვტიროდი იმ პერიოდზე, მაგრამ ახლა მივხვდი - ბავშვობა მქონია სასწაული, ზღაპარი! თუმცა მაინც შავ-თეთრი. შუქის გაზის, წყლის მონაცვლეობით მოსვლა რომ სიხარულს გგვრის, როგორ შეიძლება კარგი იყოს?! ასეთი „სიხარულები“ მქონდა ბავშვობაში... ახლანდელი ბავშვების კი მშურს, რადგან აქვთ ცივილიზაცია, რომელიც, ავად თუ კარგად, ჩვენ შევქმენით; ჰყავთ ჯანმრთელი და ფეხზე დამდგარი მშობლები; აქვთ განათლების მიღების საშუალება, ეს ყველაფერი ჩვენ გვაკლდა.

- წესით, თქვენს ბავშვობაში განათლება უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ყოფილიყო.

- განათლება იყო სტანდარტული, რომელსაც გინდა მიიღებდი და გინდა - არა, ბოლოს კი ერთი გზა იყო - უმუშევრობა! ახლა განსხვავებული ვითარებაა - ისწავლი, იქნები წარმატებული და გექნება სამუშაო, ან არ ისწავლი და არ გექნება სამუშაო.

- თქვენ რა არჩევანი გააკეთეთ თავის დროზე?

- მეშვიდე კლასამდე ვიყავი ფრიადოსანი, შემდეგი ოთხი წელი კი ვისწავლე, ასე ვთქვათ, ინერციით - აი, კაი ბაღანაა, ამას არ კითხო, ეცოდინება... ამით ვსარგებლობდი, იყო ჩვეულებრივი ბავშვური ცუღლუტობა და მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი.

- ჩვეულებრივი, ონავარი ბავშვი?

- ცოტა ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, რადგან დაბალი გახლდით და მერვე კლასშიც დაწყებითების მოსწავლეს ვგავდი. რომ გითხრათ, მერე მომემატა სიმაღლე და ჰალკად ვიქეცი, მოგატყუებთ, მაგრამ წვერ-ულვაშით რომ დამიმშვენდა იმერულ-გურული „სიფათი“, მერე ნელ-ნელა იწამეს მასწავლებლებმა, რომ მაღალ კლასში ვიქნებოდი.

- მასწავლებლებს უწყობდით ოინებს?

- მასწავლებლებისთვის ოინები შემოიფარგლებოდა სამი ფაქტორით - დადე მასწავლებლის სკამზე პლასტელინი, ქვემოდან დაუნთე სანთელი, პლასტელინი დადნება; დაუდე მასწავლებელს ჭიკარტი; მასწავლებელი დაფისკენ რომ შებრუნდება, გამოუყავი ენა.

- უვნებელი ხუმრობები გქონიათ.

- მეტი ფანტაზია არ გვქონდა... ახლა  შეუძლიათ, გაკვეთილის დროს მასწავლებლის ანგარიშებში შევიდნენ და მთელი თანხა გადარიცხონ მადაგასკარის პინგვინების გადარჩენის ფონდში, ადრე კი მასწავლებელს სთხოვდი საპირფარეშოში გაშვებას და მთელ გაკვეთილს გააცდენდი - ეს უდიდეს გამარჯვებად მიგვაჩნდა.

- რომელი საგნები გიყვარდათ?

- ძალიან მიყვარდა ასტრონომია და გული დამწყდა, როცა მოხსნეს ეს საგანი; მიყვარდა შრომა...

- სპორტიც გეყვარებოდათ.

- სპორტი ფიზიკური მონაცემების არქონის გამო ვერ მიყვარდა.

- არშემდგარმა ასტრონომმა გიტარა როგორ აიღეთ ხელში?

- არშემდგარმა ასტრონომმა უცხო ენების ფაკულტეტზე ჩავაბარე უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, საბედნიეროდ თუ თქვენდა გასაოცრად, ვარ ინგლისური ენის სპეციალისტი,

- გიმუშავიათ სპეციალობით?

- ძალიან ცოტა ხანს, დაახლოებით, ექვსი თვე ვიმუშავე სკოლაში, შემდეგ კი პატარებს, აჭარულად რომ ვთქვათ, ვაწევდი სკოლის პროგრამას.

- მუსიკა როდიდან შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- მუსიკა ყოველთვის იყო, უბრალოდ დროთა განმავლობაში ყველაფერი გადაწონა, თორემ პარალელურად  იყო, ხატვაც, აკრობატიკაც, ენებიც მიყვარდა ბავშვობიდან, რამდენიმე ენა ვიცი - რაში გამოვიყენო, ეგ მითხარით თორემ... იცით, მე რამ მასწავლა დაკვრა? - ბავშვობიდან მთელი სამეზობლო  ამბობდა - დედა, რა კარგი ბიჭია, რა კარგად უკრავს, მოდი, საქეიფოდ დავუძახთო... რაღაც პერიოდი მეც ავყევი, თავშიც ამივარდა და გაჩნდა საახლობლოში სურვილი - ჩემი ბაღანა უნდა მივაბარო, იქნებ, დაკვრა ასწავლოსო.

- თქვენც ასწავლიდით, როგორც შეგეძლოთ, არა?

- წარმოიდგინეთ, მაშინ პროგრამაც კი არ მქონდა, რომლის მიხედვითაც უნდა მესწავლებინა.

- ნოტები თუ იცოდით?

- არა, ვიცოდი ე.წ. ციფროვკა და მერე მივხვდი, რეპერტუარი მაკლდებოდა. დავიწყე სწავლა და ასე, ნელ-ნელა შემომესწავლა - თან ვასწავლიდი და თან ვსწავლობდი.

- ზოგადად, სწავლისადმი დამოკიდებულება დღეს მკვეთრად შეცვლილია, ბატონო ხვიჩა?

- ქართველები მაქსიმალისტები ვართ - ან არაფერს ვაკეთებთ, ან თუ ვაკეთებთ, ისე, რომ გადასაკეთებელია ყველაფერი. ჩემ დროს იყო ნამეტანი სიმკაცრე და მასწავლებელი ხელითაც ეხებოდა მოსწავლეს, დღეს კი ძალიან ლმობიერია ყველაფერი - იმის შიშით, რომ მოსწავლემ არ უჩივლოს, უნდა დაიცვას ყველა წესი და მიდის საუბარი, „ამ კონვენციის მიხედვით“, „იმ კონვენციის თანახმად“... საბოლოოდ კი, მეტისმეტად თავგასულობაა. დღეს მასწავლებელს საერთოდ არაფრის უფლება არ აქვს, მოსწავლესაც ვერ უსაყვედურებს, რატომ არ მოამზადე დავალებაო, თორემ შეიძლება მასში ჩაისახოს არასრულფასოვნების კომპლექსი, გამოვიდეს უსაქმური, მხცოვან ასაკში გაახსენდეს ყველაფერი და იმ მასწავლებელს უჩივლოს - შენ რომ ჩემთვის წლების წინ საყვედური არ გეთქვა, დღეს პროფესორი ვიქნებოდიო. დღეს ასეა სკოლა... სამწუხაროდ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება