| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა გააცნო. ამასთან, მან კიდევ ერთხელ მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ჰიგიენური პირობების დაცვისკენ მოუწოდა.
„განსაკუთრებით მინდა მივმართო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. სკოლებს, ბაგა-ბაღებს და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ ამ პერიოდში, თუნდაც არ იყოს საშიშროება კორონავირუსული ინფექციის, გრიპის სეზონია ქვეყანაში და გრიპისგან, რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორი ჰიგიენური პირობების დაცვა.
ამიტომ მივეჩვიოთ ამას - როგორც თანდათან შემოვიდა ქვეყანაში კულტურა და იზრდება მოთხოვნილება გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე, და იცით, რომ წელს შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანი ავცერით და ამიტომ ამის დამსახურებაც არის გრიპის სეზონი წელს შედარებით მშვიდად მიმდინარეობს.
კორონავირუსის პროფილაქტიკა ზუსტად იგივეა, რაც ვთქვათ ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის და თუ აქაც მივეჩვევით ე.წ. ჰიგიენური პირობების დაცვასა და პირადი ჰიგიენის დაცვას განსაკუთრებით დიდი თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ხელის ჰიგიენას, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რესპირატორული დაავადებების გავრცელების რისკს.
მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული დაწესებულება ხელის სადეზინფექციო საშუალებებით და თუ ეს არ არის, მაშინ საპონი მაინც იყოს ყველგან, რომ ადამიანმა ხშირად დაიბანოს ხელები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა