TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლის ნაცვლად: როგორ ცვლის განათლების სისტემას ჩინეთი, რომელიც არ მკითხაობს, არამედ მოქმედებს
18-11-2020
-
+


ბოლო რამდენიმე წელია ჩინეთში პოპულარული გახდა „ჭკვიანი“ განათლება. ახლა ტექნოლოგიური სტარტაპები კი გასვლას დასავლურ ბაზარზეც გეგმავენ.

ჩინეთის სკოლის 13 წლის მოსწავლე ჩჟოუს მათემატიკა დიდი ხანი უჭირდა, რაც მის გეგმას - ჩაებარებინა უნივერსიტეტში, საფრთხეს უქმნიდა. სანამ კომპანია Squirrel-მა მას უჩვეულო რეპეტიტორი - არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი არ შესთავაზა. ნახევარი წლის შემდეგ მისი ტესტირების შედეგები 50-დან 62,5%-მდე გაიზარდა. ორი წლის შემდეგ კი საშუალო სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე 85% დააგროვა.

ექსპერტები მთელ მსოფლიოში თანხმდებიან, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ საუკუნის განათლებაში საკვანძო როლს ითამაშებს - მაგრამ როგორ? - ჩინეთმა გადაწყვიტა არ იმკითხაოს, არამედ იმოქმედოს. ხელისუფლებამ ფსონი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სწავლებაზე დადო და შედეგად ქვეყანაში გაჩნდა ბევრი კომპანია, რომელიც მოსწავლეებს „მომავლის განათლებას“ სთავაზობს.



დღეს მათი მომსახურებით მილიონი ბავშვი სარგებლობს: დამატებით მეცადინეობენ Squirrel-ის დახმარებით ან ციფრულ სასწავლო პლატფორმებზე. სკოლებშიც კი მუშაობს ხელოვნური ინტელექტის სისტემები.

სასწავლო ცენტრის კედლები, რომელშიც ჩჟოუ დადის, კომპანიის ჯილდოებით არის სავსე, ასევე Squirrel-ს მენეჯერების და ჩინეთის დამსახურებული პედაგოგების ფოტოებით არის დაფარული. ეს მასწავლებლები კომპანიას სასწავლო გეგმის შემუშავებაში ეხმარებოდნენ.  

მთელ სამუშაოს მოსწავლეები ნოუთბუქებში ასრულებენ. თითოეულ კლასში არის მასწავლებელი. ის საკუთარ კომპიუტერში ჩუმად ადევნებს თვალყურს ბავშვების პროგრესს და ეხმარება მათ, როდესაც მონიტორზე ხედავს, რომ რომელიმე მოსწავლეს პრობლემები აქვს, რომლის გადაწყვეტა ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია.

მოსწავლეები კურსს დიაგნოსტიკური ტესტით იწყებენ, რომელიც მათი ცოდნის დონეს განსაზღვრავს. ათი კითხვის შემდეგ სისტემას უკვე აქვს წარმოდგენა ასპექტებზე, რომელიც მუშაობას მოითხოვს და აგებს სასწავლო გეგმას.

სწავლის დროს სისტემა მოსწავლის სიჩქარეს ერგება და შეუძლია შეცვალოს სასწავლო გეგმა.

2017 წლის ოქტომბერში Squirrel-მა ექსპერიმენტი ჩაატარა. ოთხი დღის მანძილზე 78 ბავშვი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სწავლობდა, პარალელურად კი ჩვეულებრივი მასწავლებელი იმავე მასალას 12 მოსწავლეს უხსნიდა. ​ფინალურმა ტესტმა მათემატიკაში აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებსაც კომპიუტერი ასწავლიდა, უკეთესი შედეგები ჰქონდათ.

Squirrel დამატებით განათლებაზე გაჩერებას არ აპირებს. მისი ამბიცია - აქციოს ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივ სკოლებში ძირითად მასწავლებლად და ამასთან დაკავშირებით ჩინეთის სკოლებში Squirrel-ის დანერგვაზე მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

განათლების დარგის ექსპერტები ერთი პრობლემის არსებობის შესახებ საუბრობენ: იმისთვის რომ გაიგო როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სწავლების გაუმჯობესება, თავიდან აუცილებელია გარკვევა, როგორ ცვლის ის განათლების ბუნებას.

იმის გათვალისწინებით, რომ მანქანები სულ უფრო უკეთესად ასრულებენ რუტინულ დავალებებს, ადამიანებისთვის აუცილებელია დაუთმონ მეტი დრო უნიკალურ ადამიანურ უნარებს: კრეატიულობას, თანამშრომლობას, კომუნიკაციას და რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარს.

ამიტომ 21-ე საუკუნის განათლებაში პირველ ადგილზე უნდა წამოვიდეს თითოეული, ცალკე აღებული ადამიანის უნარები და ინტერესები და არა უბრალოდ ერთი და იმავე ცოდნის გადაცემა, რომელიც ჩვენს დროში არააქტუალურია.



თეორიაში ხელოვნურმა ინტელექტმა ეს პროცესი უნდა გაამარტივოს. იგი შეძლებს საკუთარ თავზე განათლების რუტინული ამოცანები აიღოს და მასწავლებლებს საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს მეტი დრო დაუთმონ.

მასალა მომზადებულია MIT Technology Review-ის სტატიის მიხედვით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება