სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

სკოლები, სადაც საშინაო დავალებები და კოცნა აკრძალულია - 4 ყველაზე უჩვეულო შეზღუდვა სასწავლო დაწესებულებებში
11-08-2020
-
+


გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, სკოლა ერთ-ერთი კონსერვატიული ადგილია. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასე არ არის, თუმცა არსებობს სკოლები, სადაც რამდენიმე აკრძალვა ნამდვილად გაგაკვირვებთ:

ყაზახეთის სკოლა მშობლების წინააღმდეგ

სასწავლო დაწესებულება უსაფრთხო რომ უნდა იყოს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ მოსწავლეების დაცვის მცდელობა პარანოიად არ უნდა იქცეს, როგორც ეს ყაზახეთში მდებარე უსტ-კამენოგორსკის სკოლაში მოხდა. აქ მშობლები აიკრძალა. სკოლის ადმინისტრაცია ამას ტერორიზმისგან თავდაცვის მოტივით ხსნის. თუ მასწავლებელი მშობელს აუცილებლად უნდა გაესაუბროს, ამისთვის ისინი ერთმანეთს ჰოლში უნდა შეხვდნენ.

გერმანული სკოლა საშინაო დავალებების წინააღმდეგ

გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე რეინ-ვესტფალიის Elsa-Braendstroem-ის გიმნაზიაში ყველა ბავშვის ოცნება ახდა - საშინაო დავალებები აიკრძალა. შეზღუდვის მიზეზი ის გახდა, რომ გერმანიაში სასკოლო განათლება 1 წლით შემცირდა, რის გამოც სასწავლო დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაკვეთილები გაორმაგდა. სკოლის დირექტორის თქმით კი, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი დრო, რომ სპორტითა და შემოქმედებითი აქტივობებით დაკავდნენ.

ბრიტანული სკოლა კოცნის წინააღმდეგ

სომერსეტის საგრაფოში მდებარე სკოლაში მიაჩნიათ, რომ სკოლაში მხოლოდ მეცნიერება უნდა გიყვარდეს. დირექტორის თქმით, ასევე, სკოლამ მხარი უნდა დაუჭიროს ტრადიციულ ღირებულებებს. სწორედ ამიტომ სასწავლო დაწესებულებაში კოცნა აიკრძალა.

იტალიური სკოლა ქუსლების წინააღმდეგ

იტალიურ ქალაქ ავეცანოში საკმაოდ ხშირია ძლიერი მიწისძვრები, ამიტომაც აქ მოსწავლეებს ქუსლიანი ფეხსაცმელები ეკრძალებათ, რომ მათ საფრთხის დროს გაქცევა სწრაფად შეძლონ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება