სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდის ჩატარების დრო შეიცვალა
28-01-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის გამოცდის ჩატარების დრო შეიცვალა.

ცენტრის განცხადებით, საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით 24 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ტესტირება 5 თებერვლის 15:00 საათზე (ნაცვლად 10:00 საათისა) ჩატარდება.

მისამართი: თ. იოსებიძის N50 -  ქ. თბილისის N161 სკოლის შენობა.

საგამოცდო ცენტრში აპლიკანტი რეგისტრაციის გასავლელად 14:30 საათზე უნდა გამოცხადდეს და თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი. დაგვიანების შემთხვევაში, გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
 
ტესტირების მიმდინარეობისას აპლიკანტს უფლება აქვს იქონიოს: 
  • წყალი (პლასტმასის ბოთლით);
  • პირადი ჰიგიენის ნივთები;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნივთები, ცენტრის თანხმობით.
ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში აპლიკანტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კალმით და სხვა საჭირო ნივთებით. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილ ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან:
წაკითხულის გააზრება - 7 დავალება;
ლოგიკური მსჯელობა - 7 დავალება;
რაოდენობრივი მსჯელობა - 7 დავალება.
 
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
 
ცენტრი გამოაქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge
ა) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდა;
ბ) იმ აპლიკანტების სიას, რომელთაც ვერ ჩააბარეს გამოცდა.
 
მონაწილემ, რომელმაც რეგისტრაციის დროს  მიუთითა  სპეციალური საჭიროების თაობაზე (ფუნქციონალური დარღვევები, გადამდები ინფექციური დაავადებები  და სხვა), შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) უნდა წარმოადგინოს ცენტრში 31 იანვრის 18:00 საათამდე.
 
ტესტირებისათვის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 29 იანვრიდან  28 თებერვლის  ჩათვლით, მისამართზე: ე. მინდელის N9.
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება