სიახლეები
სკოლები

„მოზარდობის ხანა“-ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს
22-01-2020
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა სასტუმრო ჩაოში გაფართოებული შეხვედრა მოაწყვეს. შეხვედრა სახელწოდებით „მოზარდობის ხანა ნაყოფიერი, მრავლისმთქმელი და ბევრის მომცემი იყო.

„უკვე მეოთხედ, ტრადიციულად საშობაო არდადეგებზე ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები - „პროგრესული თაობა“ შეხვედრას აწყობს!
გასულ წლებში შევხვდით პროფესიულად რეალიზებულ ადამიანებს. ისინი მოზარდებს ეხმარებიან პროფესიის სწორად არჩევაში...
შევხვდით ჩაოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც დიდი გზა გაიარეს, ცოდნის ტაძრამდე...ვხვდებოდით ფსიქოლოგებს, პოლიციის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ექიმებს, ჟურნალისტებს...ისინი მოზარდებს უყვებოდნენ თავისი საქმიანობის შესახებ, დადებით და უარყოფით მხარეებზე...ყველა შეხვედრა ინფორმაციული სახისაა და ცნობიერების ამაღლებაში გვეხმარება...

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ყველაზე ნაყოფიერი, მრავლისმთქმელი და ბევრის მომცემი იყო!
ჩვენს შეხვედრას„მოზარდობის ხანა“ ერქვა..შესაბამისად, მხოლოდ მოზარდები მონაწილეობდნენ...

ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ ქალაქ ბათუმის კერძო და საჯარო სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს..
შეხვედრის ოცივე მონაწილეს წინასწარ ჰქონდათ მიცემული მასალები. შესავსები ანკეტები, რომელიც მოიცავდა მათ მიზნებს, ოცნებებს, უნდა ესაუბრათ საყვარელი საგნის და წაკითხული წიგნების შესახებ, გამოკვეთეს სფერო, რომელიც აინტერესებთ, ქვეყანა, სადაც იმოგზაურებდნენ,გვიამბეს ვინ არის მათთვის ავტორიტეტული პიროვნება და რატომ?გაგვაოცეს მათი სწორი თვითშეფასებით, ისაუბრეს ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც დადებითად მიაჩნიათ და იციან როგორ მოერიონ და დაძლიონ ნაკლოვანებები...დაფიქრდნენ და გაანალიზეს დროის წრფე-"ჩემი მომავალი. "როგორ ესახებათ მათი მომავალი...ნათლად წარმოგვიდგინეს მათ მიერ განვლილი წარსული, როგორ გრძნობენ თავს აწმყოში და ვინ იქნებიან მომავალში!
საკმაოდ კარგი ხედვა აქვთ არჩეული პროფესიების შესახებ, გაგვანდეს რომ მათი მომავალი პროფესია, რომელსაც დაეუფლებიან დიდი შრომის ფასად მხოლოდ სხვების კეთილდღეობისთვის გამოიყენებენ!
წაკითხული წიგნების შესახებ ერთმანეთს გაუზიარეს დადებითი ემოციები…წაიკითხეს ლექსები...იგალობეს...იმღერეს...შეასრულეს ნახატები„მე და სამყარო“.
დახატეს საკუთარი თავი და ირგვლივ ის სამყარო, რომელსაც გარშემო ხედავენ..

გვქონდა სხვადასხვა აქტივობა,საგნები დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით, მოცემული სიტყვების გამოყენებით შექმნეს პატარა ჩანახატები, დეა მანჯგალაძემ დაწერა ზღაპარი, სესილი ხალვაშმა წაგვიკითხა ლექსი.შეადარეს საკუთარი თავი და მეგობარი მცენარეს, ცხოველს, გამოთქვეს მოსაზრებები სად მოიაზრებენ საკუთარ თავს და მეგობრებს მომავალში..გაგვიკეთეს ჩანახატები, როგორ გრძნობენ თავს ამინდის მიხედვით..შეხვედრის მეორე ნაწილში მოზარდებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ფილმი-
„მკვდარი პოეტების საზოგადოება!“

ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია…მოაწყვეს პრეზენტაცია.ფილმში ნანახი პრობლემები დაუკავშირეს დღევანდელობას, რომელიც ყველაზე მეტად აქტუალურია და აწუხებთ მოზარდებს.მნიშვნელოვანია თუ ამ ფილმს მშობლებიც ვნახავთ...ოჯახი, სკოლა და სოციუმი ეს სამი რგოლი უდიდესს როლს ასრულებს მოზარდის განვითარებაში.

ნაყოფიერი შეხვედრის დასასრულს ბავშვებს ვესაუბრეთ თუ რამდენად უნდა უყვარდეთ
სიცოცხლე, როგორ დაძლიონ ცხოვრებისეული სირთულეები, იმეგობრონ მშობლებთან და პედაგოგებთან...მოზარდებმა სათითაოდ გამოთქვეს მოსაზრებები თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მსგავსი შეხვედრები ...ეს იყო კიდევ ერთი ისტორიული დღე, რომელიც მათ მეხსიერებაში ღრმად დაილექება,“-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

 იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

როგორ უნდა შეფასდნენ მოსწავლეები, განმავითარებელი შეფასებით სემესტრის ბოლოს - დეტალური ინფორმაცია პედაგოგებისთვის 

მოსწავლეთა მობილობა - როგორ უნდა მოიქცეთ თუ სკოლის შეცვლა გსურთ

 Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“დაჯილდოება მიმდინარეობს

საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი უფლებები განესაზღვრათ - ცვლილებები კანონში

ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის - სემესტრული ჩათვლა და განმავითარებელი შეფასება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება