სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ახალი სასწავლო წლისთვის - საინტერესო იდეები
13-09-2026
-
+


საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეების საზეიმო დახვედრა ტრადიციად იქცა. მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნავენ, არა მხოლოდ სკოლის ადმინისტრაცია არამედ პედაგოგები, რომლებიც საკლასო ოთახებს საზეიმოდ რთევენ და სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს გამორჩეულ შთაბეჭდილებებს ჩუქნიან. ამიტომაც კლასის მოსართავად გიზიარებთ, პედაგოგების რჩევებს მთელი მსოფლიოდან. ამ იდეების  დახმარებით სწავლის პირველი დღე თქვენი მოსწავლეებისთვის ნამდვილად საინტერესო, ემოციური და პოზიტიური იქნება.

თუ თანამედოვე საგანმანათლებლო მიდგომებსა და უცხოელი მასწავლებლების რჩევებს გავითვალისწინებთ,  საკლასო ოთახი მხოლოდ ფერადი მორთულობით არ უნდა შევავსოთ - კარგი იქნება თუ დეკორაციებს შინაარსი ექნება, რომელიც შემდგომ სასწავლო პროცესის ნაწილად იქცევა, კიდევ უკეთესი, თუ კლასის გაფორმებას შემდეგ თავად მოსწავლეებიც გააგრძელებენ. 

გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო იდეას:

კლასის კარი

პირველ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას, სწორედ კლასის კარი მოახდენს - შეგიძლიათ დაკიდოთ აბრა წარწერით - „აქ იწყება ახალი საგანმანათლებლო თავგადასავალი“ ან „წინ ახალი სიმაღლეებისკენ“, „ფერადი წელი გველოდება“, „კარი, რომლის მიღმაც ფერადი მოგზაურობა გელოდება“, „მობრძანდი, აქ ისტორიები ცოცხლდება“ და ა.შ. რაც მთავარია, ასეთი მისალმება უნდა გამოხატავდეს იმ გარემოს, რომლის შექმნასაც მასწავლებელი საკლასო ოთახში ცდილობს. 

მოსწავლეს კი კლასში შესვლამდე აჩვენებს, რომ მხარდამჭერი, მეგობრული და უსაფრთხო გარემო ელოდება. 

დაფა 

დაფის მორთვა სადღესასწაულო დეკორის განუყოფელი ნაწილია - ყველაზე ხშირად კი ფერადი ბუშტები და ქაღალდები, მუყაოსგან გამოჭრილი ასოები და ციფრები, ასევე ფოთლები და ყვავილები გამოიყენება.

სკოლის დაფაზე, თითქმის ყველა ქვეყნის პედაგოგები, პირველ დღეს აწერენ ნაცნობ ფრაზას - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“. 

შეგიძლიათ დატოვოთ ადგილი და მოსწავლეებისთვის რამდენიმე კითხვაც გაამზადოთ.

მაგალითად:

  • რას ელოდები ახალი სასწავლო წლისგან?
  • რა გინდათ ისწავლოთ?
  • რა არის შენი ერთი მიზანი?

ან დაწერეთ მარტივი ფრაზა  „წელს მე მინდა…“ რომელსაც მოსწავლეები დაასრულებენ. 

მოსწავლეები პასუხებს პატარა ფურცლებზე დაწერენ და დაფაზე მიამაგრებენ, რითიც პირველ სასწავლო დღეს მიზნებსა და მოლოდინებს მოუყრიან თავს. 

ფოტოკუთხე 

სკოლაში ფოტოკუთხის მოწყობით მოსწავლეებს დაუვიწყარ საჩუქარს გაუკეთებთ. ბავშვები ორიგინალური ფოტოების გადაღებას შეძლებენენ და ამ ლამაზ დღეს აღბეჭდავენ. 

ფერადი ქაღალდის ან ქსოვილის ფონზე შესაძლებელია წარწერის გაკეთება - „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სკოლაში!“ გვერდებზე ბუშტები, წიგნები, ფერადი ფანქრები. შეიძლება დაემატოს დაფის იმიტაცია, რომელზეც ეწერება: „2026–2027 სასწავლო წელი“. წინა პლანზე: მერხი და სკამი, ზედ წიგნები, რვეულები და ჩანთა.

მარტივი მოსამზადებელია ფოტო-ჩართო - რომელსაც ბავშვები ხელში დაიჭრენ და მასწავლებელთან ერთად ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

მეტი საინტერესო იდეები იხილეთ ფოტოების სახით: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება