| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის მერმა სხდომაზე საბავშვო ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ „გამოვლენილია ნოროვირუსი“.
„მინდა, ინფორმაცია მივაწოდო დედაქალაქის მოსახლეობას ბაგა-ბაღებში შექმნილ ვითარებაზე. ამ დღეების განმავლობაში არ გამიკეთებია ვრცელი განმარტება რადგან, უმთავრესი იყო ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭირო ღონისძიებების გატარება... იმავე დღეს ბაგა-ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ პროტოკოლით გათვალისწინებული საპრევნციო ზომების მიღება, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია. კვლევების შედეგად, სპეციალისტების მიერ გამოვლენილია ნოროვირუსი, პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უახლოეს დღეებში დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს ჩვეულ მუშაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, ამ დღეებში გავრცელდა დეზინფორმაცია, მათ შორის ისიც, თითქოს ბავშვები ქათმის ხორცით მოიწამლნენ:
„მოვისმინეთ ბევრი ცილისწამება, მათ შორის თითქოს ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით... არ დაუჯეროთ - მაგალითისთვის, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა. დარწმუნებული ვარ, ბაღების სააგენტო ყველა ცილისწამებაზე სამართლებრივად რეაგირებს და ყველა ცილისმწამებელს, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა“, - განმარტა კალაძემ, თბილისის ბაღების სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იქვე ბოდიში მოუხადა, რადგან ისინი მერიაზე პოლიტიკური თავდასხმებისას ეპიცენტრში აღმოჩნდებიან ხოლმე - „ამის მიზეზი მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაა“, - დასძინა მერმა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„უახლოეს დღეებში დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს ჩვეულ მუშაობას“...
შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“