| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხრიდან, განახლდა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სტანდარტი, რომელიც განკუთვნილია საშუალო საფეხურზე მედიაწიგნიერების სწავლებისთვის.
მედიაწიგნიერების სტანდარტის მიზნებია:
მედიის გავლენის გააზრება ინდივიდსა და საზოგადოებაზე;
ციფრულ გარემოში უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი ქცევის უნარების განვითარება;
აქტიური, პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
მედიის სფეროების და დემოკრატიული კულტურის ღირებულებების დაკავშირება;
მედიის საშუალებით მოსწავლის თვითგამოხატვასა და შემოქმედებით საქმიანობაში ხელშეწყობა;
მედიის საშუალებით სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ციფრული მედეგობის განვითარების ხელშეწყობა.
მედიაწიგნიერების საგნის ფარგლებში საშუალო საფეხურის შედეგების მიღწევის/კომპეტენციების განვითარების საფუძველს ქმნის სამი ძირითადი ცნების - „მედიაეკოსისტემა“ „გზავნილი“, „მედიაკულტურა“ - ურთიერთდაკავშირებულად გააზრება. სტანდარტი მოიცავს: სწავლის შედეგებს, შედეგის მიღწევის ინდიკატორებსა და სასწავლო თემებს.
სტანდარტი იხილეთ ბმულზე: მედიაწიგნიერების სტანდარტი.
https://drive.google.com/file/d/1ODeNXLiKO6geUa7arjpRLt6uUX5UrZmt/view
კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის შედეგად, 2025-2026 სასწავლო წლისთვის საქართველოში იმ სკოლების რაოდენობა, სადაც მედიაწიგნიერება ცალკე არჩევით საგნად ისწავლება, 300-მდე გაიზარდა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!„
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას