| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი ამაღლებული სულიერი განწყობით, დიდი შემართებითა და დიადი სასწავლო მიზნებით დაიწყეს.
სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესის დაწყებას სულიერი მსახურება და ლოცვა უძღოდა წინ.
ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინეს. სასკოლო საზოგადოებამ ახალი აკადემიური წლის დაწყება ლოცვითა და იმედით აღნიშნა.
გიმნაზიაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ მოსწავლეთა სულიერი და პიროვნული განვითარებაც. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება სკოლის მისია - აღიზარდოს თაობა, რომელიც განათლებასთან ერთად სულიერი ღირებულებებითა იქნება აღჭურვილი.
„ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში, მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინეს, რითაც კიდევ ერთხელ განამტკიცეს ჩვენი მისია - აღვზარდოთ თაობა სულიერი სიძლიერითა და ცოდნით აღჭურვილი. მადლობა მათ ლოცვისა და მხარდაჭერისათვის. ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ იმედითა და რწმენით, რომ წინ დიდი წარმატებები გველის!
დიდი მადლობა ჩვენს გიმნაზიის საზოგადოებას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომ ერთად ვაშენებთ ამ განსაკუთრებულ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა