სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს
19-09-2026
-
+


სინგაპური და B-S-J-Z (ჩინეთი) PISA 2025-ს კვლევის მიხედვით, ორი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო სისტემაა. 

B-S-J-Z ჯგუფის სახელით ცნობილი, ჩინეთის ოთხი წამყვანი რეგიონის - პეკინის, შანხაის, ძიანგსუსა და ჟეჟიანგის, მოსწავლეებმა სინგაპურთან ერთად მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

კითხვაში ლიდერი სინგაპურია, რომლის მოსწავლეებმაც 535 ქულა მიიღეს. ჩინელი მოსწავლეები, 527 ქულით, მათ მცირედით ჩამორჩებიან, მაშინ როდესაც OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 461 ქულას შეადგენს.

თუმცა, OECD ჩინეთის მთელ ტერიტორიას არ ამოწმებს და კვლევაში მხოლოდ ქვეყნის ოთხი ყველაზე განვითარებული საგანმანათლებლო რეგიონი მონაწილეობს. ამიტომ კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს შედეგები ჩინეთის საგანმანათლებლო სისტემას მთლიანობაში არ ასახავს და, ძირითადად, ქვეყნის საგანმანათლებლო ელიტის მდგომარეობას წარმოაჩენს.

განათლების საუკეთესო სისტემების ათეულში ასევე მოხვდნენ ესტონეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მაკაო (ჩინეთი), ჩინური ტაიბეი და დიდი ბრიტანეთი. ამასთან, OECD-ის ქვეყნების საერთო შედეგები შემცირდა.

შესაბამისი მონაცემები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 2025 წელს PISA-ის ტესტირებაში 91 ქვეყნისა და ეკონომიკის 760 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 33 მილიონ 15 წლის მოზარდს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში საშუალო მოსწრების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, რაც PISA-ის დაკვირვების ისტორიაში ოდესმე დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, რიგ ქვეყნებში გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება. 

განსაკუთრებით მკვეთრად გაუარესდა კითხვის უნარები ბოლო სამი წლის განმავლობაში, მათ შორის სწორედ ის კომპეტენციები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - ინფორმაციის შეფასება, სხვადასხვა წყაროს შორის კავშირების დანახვა, წაკითხულის კრიტიკული გააზრება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება