სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოსალოდნელი იყო ეს აღშფოთება... შემოგვთავაზეს, ჩვენც მოვძებნოთ ალტერნატიული ფართი“- რას ამბობს თბილისის 21-ე სკოლის დირექტორი
18-09-2026
-
+


„მოსალოდნელი იყო ეს აღშფოთება. ონლაინ სწავლება მიუღებელია სასკოლო საზოგადოებისთვის, ამიტომ ერთი კვირა შეწყდება სწავლა. ამ პერიოდში მოიძებნება ალტერნაიული ფართი, შემოგვთავაზეს, ჩვენც მოვძებნოთ ფართი“, - ამის შესახებ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ბუნტურმა, სკოლის სამეურვეო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ განუმარტეს, რომ დაზიანება ისეთი ხარისხისაა რომ რეაბილიტაცია შესაძლოა უფრო ზვირი დაჯდეს ვიდრე ახალი შენობის აშენება. 

„გუშინ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ სკოლა იყო ავარიული და სწავლა უნდა შემეჩერებინა. ექსპერტიზის დასკვნა იყო რომ შენობას აქვს მაღალი დაზიანება და ვერ გავაგრძელებდით სწავლას. 

მოსალოდნელი იყო ეს აღშფოთება, რადგან ახლა დავიწყეთ სწავლა. დღეს იყვნენ განათლების სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მათ ისაუბრეს, რომ ვინაიდან ასეთი ხარისხის დაზიანება წერია დასკვნაში სხვანაირად ვერ ვიმოქმედებდით. დრო იყო იმდენად ცოტა, რომ ვერ მოიძებნა ალტერნატიული გზა და გამოსავალი. ახლა რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ რადგან ონლაინ სწავლა მიუღებელია სასკოლო საზოგადოებისთვის, ჩვენ ეს ერთი კვირა შევჩერდებით. შემდგომ აღვადგენთ ამ გაცდენებს შაბათის ხარჯზე ან კვირის დამატებით. 

ამ ერთ კვირაში მოიძებნება ისეთი გამოსავალი რომ კმაყოფილი იყოს ჩვენი სასკოლო საზოგადოება. ჩვენი, სკოლის წარმომადგენლების თხოვნა იყო, რომ დილის ცვლაში გაგრძელდეს სწავლა და არ მოხდეს გადანაწილება [მოსწავლეების]. მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად, დღესვე შეუდგებიან მუშაობას. ჩვენც ვიქნებით ყველანი ჩართულები. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ თუ თქვენც მოძებნით ალტერნატიულ ფართს გვითხარითო...

თავადაც განმარტეს, სამეურვეო საბჭოს წევრებთან რომ იმ თანხებით, რაც შენობის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, შესაძლებელია, ბევრად უფრო მოკლე დროში ახალი სასწავლო შენობის აშენება, თანამედროვე სტანდარტებით. ამავე ადგილას, ამავე საკადასტრო კოდით.

რაც შეეხება, ტენდერს მომავალ კვირაში გამოაცხადებენ და სკოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში დაიწყება სამუშაოები,” - განაცხადა ბუნტურმა.

„სამინისტრო რა შუაშია? - დასკვნას ველოდებოდით. 21-ე სკოლაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება