სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 
14-09-2026
-
+


მასწავლებლისთვის ყვავილების ჩუქება ბევრ ქვეყანაში მადლიერების გამოხატვის ტრადიციული ფორმაა, თუმცა არსებობს სახელმწიფოები, სადაც მოსწავლეს აკრძალული აქვთ პედაგოგისთვის თაიგულის მირთმევაც კი.

სამხრეთ კორეაში მოსწავლეს არ აქვს უფლება, მასწავლებელს ინდივიდუალურად ყვავილი, მათ შორის ტრადიციული მიხაკი, აჩუქოს. შეზღუდვა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნაწილია და ვრცელდება იმ მასწავლებლებზე, რომლებიც მოსწავლის შეფასებასა და სასწავლო პროცესზე გავლენას ახდენენ. გამონაკლისი შეიძლება იყოს შემთხვევა, როდესაც ყვავილს მოსწავლეთა წარმომადგენელი მთელი კლასის სახელით, საჯაროდ გადასცემს.

2026 სასწავლო წლის დასაწყისში, საპირველსექტემბროდ მსგავსი შეზღუდვა ყაზახეთმაც შემოიღო -  ქვეყანაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან სკოლებში მასწავლებლებისთვის ყვავილების, ისევე როგორც სხვა საჩუქრების, მიტანა აიკრძალა. 28 აგვისტოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ სკოლის ტერიტორიაზე მასწავლებლებისთვის ყვავილებისა და საჩუქრების ჩუქება არ დაიშვებოდა. თუმცაღა განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყაზახეთში 1-ელ სექტემბერს მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქება დამკვიდრებული ტრადიციაა და ბევრი აღიქვამს არა ქრთამად ან საჩუქრად, არამედ პედაგოგებისთვის პატივისცემის გამოხატვის სიმბოლოდ. 1-ელი სექტემბრის ყავილების გარეშე დაწყება განსაკუთრებით გააპროტესტეს პირველკლასელთა მშობლებმა და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის მასწავლებლისთვის პატივისცემის გამოხატვის ლამაზი ჟესტია. 

29 აგვისტოსვე სამინისტრომ განმარტება გააკეთა და დააზუსტა, რომ ყვავილის მიტანა აკრძალული არ არის, თუ ეს მშობლისა და ბავშვის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. თუმცაღა სკოლებსა და მასწავლებელებს ეკრძალებათ ფულის შეგროვება ან ამის ვალდებულების დაკისრება. 

„1-ელ სექტემბერს მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქება კარგი ტრადიციაა. თუმცა, ეს არ უნდა იქცეს ვალდებულებად, შეჯიბრად ან ზედმეტი ხარჯების წყაროდ“,- აღნიშნეს ქვეყნის განათლების სამინისტორში. 

სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ თაიგულის ფასი და ზომა არ უნდა იყოს მშობლებს შორის შეჯიბრის საგანი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის თაიგულის ზომა და ღირებულება, არამედ ბავშვის პატივისცემა მასწავლებლის მიმართ. ამიტომ, ყვავილების ჩუქების გადაწყვეტილება თითოეული ბავშვისა და მათი მშობლების ნებაყოფლობით არჩევანზე უნდა დარჩეს“,- განმარტეს სამინისტროში. 

ამრიგად, ის, რაც ერთი ქვეყნისთვის პატივისცემისა და მადლიერების ტრადიციული ჟესტია, სხვაგან შესაძლოა ანტიკორუფციული წესების დარღვევად ჩაითვალოს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება