| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლის შეფასება სამი ძირითადი კომპონენტის მიხედვით ხორციელდება:
მიმდინარე საშინაო დავალება;
მიმდინარე საკლასო დავალება;
შემაჯამებელი დავალება.
თითოეული კომპონენტის ფარგლებში მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, მოსწავლისთვის მიღებული შეფასების შეტანისას განსაზღვროს, გაითვალისწინება თუ არა კონკრეტული შეფასება სემესტრული ქულის გამოთვლისას.
მნიშვნელოვანია, რომ შეფასების შეტანისას მასწავლებელმა სწორად განსაზღვროს შესაბამისი პარამეტრი, გაითვალისწინოს თუ არა შეფასება სემესტრული ქულის გამოთვლისას ჟურნალმა. აღნიშნული არჩევანი გავლენას ახდენს მოსწავლის სემესტრული შეფასების ფორმირებაზე და საბოლოო ჯამში, წლიური შეფასების სწორად განსაზღვრაზეც.
შესაბამისად, ელექტრონულ ჟურნალში შეფასების შეტანისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიღებული ქულის დაფიქსირება, არამედ მისი სემესტრულ შეფასებაში გათვალისწინების შესაბამისი პარამეტრის სწორად განსაზღვრაც.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო