სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
18-09-2026
-
+


თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან შეჩერდა - ე.წ. გერმანული სკოლის შენობა ავარიულად გამოცხადდა, რის შესახებაც მშობლებმა შეტყობინება სწავლის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ მიიღეს.

ამ დროისთვის უცნობია, სად და რა ფორმით გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მოსწავლეების მშობლები კი შენობის დანგრევის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და არ გამორიცხავენ, რომ სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება ახალი ცათამბჯენების მშენებლობას ემსახურებოდეს. 

„22:00 საათზე დამრიგებლისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ 18 სექტემბრიდან წყდება უვადოდ სწავლა. ვერსიებს რაც შეეხება, გვეუბნებიან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შენობა არის ავარიული და უნდა დაინგრესო; მეორე ვერსია არის, რომ ყველაფერი გადავა ონლაინ რეჟიმში, მესამე ვერსიით  - შეიძლება მთელი სკოლა გადანაწილდეს სამ სხვადასხვა სკოლაში... არაფერი კონკრეტული. ატყდა სრული პანიკა, მშობლების მიმართ დამოკიდებულება ხომ სრული უპატივცემულობა და გაუგონარი ამბავია. ვანგრევთ სკოლებს იმის ხარჯზე, რომ რაღაც ცათამბჯენები აშენდეს“, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი. 

„ველოდებით სამინისტროს წარმომადგენელი მოვიდეს, მოიტანოს დასკვნა და გვაჩვენოს, კონკრეტულად რა ხდება ამ ჩვენს ნალოლიავებ სკოლაში, რა ინგრევა და რის გამოა ამორტიზაციისთვის განწირული“, - აცხადებს კიდევ ერთი მშობელი. 

21-ე სკოლასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ მასწავლებლებსაც, ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ სკოლამ ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა, რაც გულისხმობს ფაქტს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, შენობის მდგრადობა იყო დადასტურებული.

„ეს არის ყოვლად გაუმართავი მენეჯმენტის საკითხი. თუ იცი, რომ ავარიულია, ან რაღაც არ მოგწონს, ხომ უნდა დაელოდო დასკვნას, იქნებ რა დასკვნა მოდის? ცხრილი გაკეთებული, გაკვეთილები დაწყებული. არც მშობლის ინტერესი, პირველ რიგში, ბავშვის სწავლის უფლება, აბსოლუტურად ერთი ხელის მოსმით არის წალეკილი“, - ამბობს თამარ ამზაშვილი. 

ფაქტს მოსწავლეთა მშობლები სოციალურ ქსელებშიც ეხმაურებიან: „ჩემი და ჩემი შვილების ძალიან საყვარელ და ძვირფას, ახლა უკვე 21-ე (მეექვსე) სკოლაში, 15 სექტემბერს დაიწყო სწავლა, 17 სექტემბერს საღამოს ვიგებთ, რომ 18-ში სკოლაში მისვლა საშიშია.

წყდება სასწავლო პროცესი

მიზეზი - „ავარიული“ შენობა (დასკვნა არავის უნახავს) მხოლოდ ზეპირი ბრძანებაა

რა პასუხი აქვს სამინისტროს მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან?

1. თუ ასეთი სახიფათო შენობა იყო, საერთოდ როგორ დაუშვეს ამდენი ბავშვის სკოლაში შეშვება 2 დღე?

2. რა მოხდა ამ ორ დღეში ისეთი, რაც არ იცოდნენ 1 ან 2 თვის წინ? ახლა რატომ გადაწყვიტეს შენობის შემოწმება, რაიმე სტიქიური მოვლენა მოხდა? თუ წინასწარ ეჭვი არსებობდა, ვინაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამდენი ბავშვის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს?

3. რატომ არ ვიცოდით მშობლებმა აქამდე, რომ შესაძლებელია დაწყებულიყო „რეაბილიტაცია“ - მოსწავლეების გადანაწილება სხვა სკოლებში, სხვა ცვლაში და ა.შ?

როცა მშობელი ემზადები მთელი წლისთვის და ცდილობ, დაალაგო, დაგეგმო ბავშვების სკოლაში ტრანსპორტირების, დამატებითი წრეების, თუ მასწავლებლების საკითხი და ეს ყველაფერი ააწყო ისე, რომ შეძლო მუშაობა, სწავლის დაწყებიდან 2 დღეში რატომ უნდა ვიგებდეთ, რომ წყდება სასწავლო პროცესი? ერთი თვის წინ რა უშლიდა სამინისტროს ხელს?

- ფორმები იყო შესაკერი ჯერ, სანამ ცენტრალურ უბნებში კორპუსის ასაშენებელ ფართს გადაავლებდნენ თვალს, ეტყობა...“, - წერს ერთ-ერთი მშობელი.

etaloni.ge დეტალების გასარკვევად და კითხვებზე პასუხების მისაღებად სკოლის დირექტორს, შორენა ბუნტურს დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ტელეფონზე ურეკავდნენ და თავად დაგვიკავშირდებოდა ცოტა ხანში.

P.S. მასალა განახლებადია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება