სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში
22-09-2026
-
+


თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის ფაქტები, ამ ეტაპისთვის, რინოვირუსად შეფასდა, რომელსაც საკვები ან წყალი იწვევს, თუმცა როგორც მთავრობის მეთაურმა გვირჩია, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ გამოძიებას (იმედია, ობიექტურს)! მანამდე კი საინტერესოა, რას ვაჭმევთ ბავშვებს და რეალურად რა ვითარებაა როგორც სკოლებსა თუ ბაღებში, ასევე საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტებში, მარკეტებში, საცხობებშო, აგრარულ ბაზრებში და ა.შ.

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„ბაღებში „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად 20 სააღმზრდელო დაწესებულებაში გამოვლინდა“ -  ინფექციონისტი

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წლის ანგარიშში ვკითხულობთ:

„2025 წელს ჩატარდა 39 537 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი, ნიმუშების აღება, ზედამხედველობა, HACCP-ის აუდიტი). გამოვლინდა 4038 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა 338 მაჩვენებელზე, მათ შორისაა მძიმე მეტალების და აკრძალული ნივთიერებების, ვეტერინარული (ანტიბიოტიკი) ნარჩენების, პესტიციდების ნარჩენების, გმო-ს, ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა, რძეში აფლატოქსინ M1-ის, რძის ცხიმის სისუფთავის, სურსათში ტრანსცხიმების განსაზღვრა, ნედლი რძის კვლევა ბრუცელოზზე და ა.შ.

გამოკვლეულია სხვადასხვა დასახელების სურსათის/სასმელი წყლის 7442 ნიმუში/სინჯი. კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა გამოვლინდა 582 ნიმუშში/სინჯში.

2025 წლიდან, რძეში აფლატოქსინ M1-ის განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკვლევი ნიმუშების რაოდენობა. პროგრამის ფარგლებში გამოკვლეულია 459 ნიმუში;

2025 წელს გააქტიურდა რძის საწარმოების კონტროლი. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააგენტოს ინსპექტორებმა რძის 50-მდე არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. აქედან ნახევარმა სააგენტოს უკვე მიმართა და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაიწყო საქმიანობა;

2025 წელს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისა და ბიზნესსექტორის ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სურსათში (ხორცი, რძე, კვერცხი, თევზი) ანტიბიოტიკების ნარჩენების გამოვლენის შემთხვევები. ვეტერინარული პრეპარატების და სხვა ნარჩენი ნივთიერებების კვლევის მიზნით, 1357 ნიმუშია გამოკვლეული, დარღვევა მხოლოდ 20 ნიმუშში გამოვლინდა;

2025 წელს სააგენტოს პრიორიტეტი იყო აკვაკულტურების შემოწმება. თევზში მალაქიტის მწვანეს, ლეუკომალაქიტის მწვანეს განსაზღვრის მიზნით, აღებულია თევზის (კალმახი) 215 ნიმუში, დარღვევა დაფიქსირდა 20 ნიმუშში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეუსაბამობები წყალში, თევზში, რძეში... ანუ რას ვაჭმევთ ჩვენს შვილებს - სურსათის უვნებლობის სააგენტოს ანგარიში

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება