| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით „ნოროვირუსი“ იყო. ამასთან, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აღნიშნავს, რომ „ნოროვირუსის აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში - სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს, რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული“.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომ ბაღების ეპიდაფეთქება დაკავშირებულია „ნოროვირუსთან“. ეს ნიშნავს, რომ ამჟამად უკვე უნდა გვქონდეს მეორადი შემთხვევები, ანუ ოჯახის წევრების/ახლობლების ინფიცირება, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია ადამიანიდან ადამიანზე ფეკალურ-ორალური გზით. ასევე შესაძლებელია ინფიცირება დაბინძურებული ზედაპირებიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ ნოროვირუსის ეს აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში. შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა ჩვეულებრივ გავრცელებული ინფექცია. ახლა სასწრაფოდ უნდა გაირკვეს და გამოცხადდეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული. ხშირ შემთხვევაში ასეთი ფაქტები უკავშირდება ინფიცირებული ადამიანის მიერ საკვების მომზადებას ან შეფუთვას ან ნებისმიერ კონტაქტს საკვებთან.
სასწრაფოდ გამოსაკვლევია (უფრო სწორად უკვე უნდა იყვნენ გამოკვლეულები) ყველა ის პერსონალი, რომელიც მუშაობს ბაღების საკვებით მომარაგების დაწესებულებებში. ვირუსის არსებობა განავალში აღმოჩენადია 2 კვირა. შესაბამისად, ახლა ადვილია ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა. ან შეიძლება უკვე მანამდე ინფიცირებული საკვები მოხვდა ბაღის დისტრიბუტორებთან. მოკლედ, ახლა ძალიან სწრაფად უნდა გაირკვეს, ხომ არ არის ინფიცირებული პროდუქტი ისევ გამოყენებაში სადმე“, - წერს ბუწაშვილი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი