სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 სკოლას საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანმა, ლევან გვეტაძემ საავტორო წიგნები გადასცა 
23-09-2026
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

სკოლას საქართველოს თავდაცვის ძალების ვეტერანი, ლევან გვეტაძე ესტუმრა და სკოლას საჩუქრად საავტორო წიგნები - „ჯარისკაცის ჩანაწერები“ გადასცა. 

წიგნები სკოლის ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს შეემატება და მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ჯარისკაცის გამოცდილებასა და ჩანაწერებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ,  მსგავსი ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში კითხვის კულტურისა და წიგნის სიყვარულის გასაძლიერებლად, ასევე პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად.

სკოლა ლევან გვეტაძეს სტუმრობისთვის, ყურადღებისა და მოსწავლეებისთვის გაკეთებული ღირებული საჩუქრისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ „ჯარისკაცის ჩანაწერები“ მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხავი გახდება.

„დღეს ჩვენმა სკოლამ განსაკუთრებულ სტუმარს - ბატონ ლევან გვეტაძეს - უმასპინძლა.

სტუმრობის ფარგლებში მან სკოლას საჩუქრად გადასცა წიგნები - „ჯარისკაცის ჩანაწერები“, რისთვისაც გულითად მადლობას ვუხდით.

წიგნი ცოდნის, გამოცდილებისა და ადამიანური ღირებულებების გაზიარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. განსაკუთრებით დასაფასებელია თითოეული ადამიანი, რომელიც ზრუნავს ახალგაზრდებში კითხვის კულტურისა და წიგნის სიყვარულის გაღვივებაზე.

დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გაკეთებული ამ ღირებული საჩუქრისთვის.

გვჯერა, რომ „ჯარისკაცის ჩანაწერები“ ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხავი იქნება. ვაფასებთ თქვენს სტუმრობას და მხარდაჭერას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს

მოსწავლეთა დაბრუნებას სკოლაში განსაკუთრებულად ელოდნენ

მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს დირექტორმა მარეხი ფირცხელანმა და პედაგოგებმა

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება