სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
22-09-2026
-
+


2026 წლის 15 სექტემბერს საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მოსწავლეებისა და აღსაზრდელებისთვის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - სწავლის დაწყებიდან  რამდენიმე დღეში, ქვეყნის მასშტაბით ათზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროცესი მოულოდნელად შეწყდა. მიზეზი: ექსპერტიზის მიერ მძიმე ავარიულად მიჩნეული შენობები და ინფრასტრუქტურული კოლაფსი.

სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 2-3 დღეში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნების საფუძველზე, უსაფრთხოების მოტივით სასწრაფოდ შეწყდა სწავლა 10-მდე საჯარო სკოლაში. ირკვევა, რომ ეს შენობები კრიტიკულად ავარიულია და იქ ბავშვების გაჩერება საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს - ნაწილი დემონტაჟს ექვემდებარება, ნაწილს კი კაპიტალური რეაბილიტაცია სჭირდება.

გთავაზობთ იმ სკოლების ჩამონათვალს, სადაც პირველი ზარი დაირეკა, თუმცა კარი მალევე ჩაირაზა:

თბილისის N21 საჯარო სკოლა (სწავლის დაწყებიდან 2 დღეში მიიღეს დემონტაჟის გადაწყვეტილება ფასადის ჩამოშლის საფრთხისა და გაუმართავი სისტემების გამო);

ზესტაფონის N3 საჯარო სკოლა (სწავლის დაწყებიდან 2 დღეში მშობლებს სასწრაფო წესით აცნობეს  რემონტის საჭიროება);

მისაქციელის საჯარო სკოლა (სწავლის დაწყებიდან 2 დღეში დაიკეტა, რასაც ადგილზე მშობლების  პროტესტი მოჰყვა, რადგან სკოლა 15 სექტემბერს საზეიმოდ გახსნეს);

წყალტუბოს N2 საჯარო სკოლა (სწავლის დაწყებიდან 3 დღეში დაიკეტა);

ხაშურის N5 საჯარო სკოლა;

გურჯაანის N3 საჯარო სკოლა;

ველისციხის საჯარო სკოლა;

ანაგის საჯარო სკოლა;

თბილისის N81 საჯარო სკოლა - რომელიც თავდაპირველად არ მიიჩნეოდა საფრთხის შემცველად და სადაც სწავლაც ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. თუმცა, სექტემბრის მესამე კვირას ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. მართალია, ინციდენტს მძიმე შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესი ამ სკოლაშიც 1 კვირით შეჩერდა.

სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღშიც: სწავლის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ ზაფხულში დაწყებული სარემონტო სამუშაოები იმდენად გაჭიანურდა, რომ ოფიციალური კონტრაქტით მათი დასრულება მხოლოდ 2027 წლის იანვარში იგეგმება. შესაბამისად, ბაღმა ფუნქციონირება საერთოდ ვერ შეძლო.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება